სოლიდარობის ფონდის ამოქმედებიდან, 2014 წლის 1 ივნისიდან, 2017 წლის 31 იანვრის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით 702 საჯარო უწყებაში დასაქმებული თანამშრომლებისა და 50 ორგანიზაციის მხარდაჭერით გაფორმებული თანამშრომლობითი მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს სოლიდარობის ფონდში საერთო ჯამში 9 083 839 ლარი იქნა მობილიზებული.
,,უკვე მობილიზებული და სამომავლო პროგნოზული დონაციების გათვალისწინებით ფონდმა თქვენი მხარდაჭერით სიმსივნით დაავადებული 361 ბავშვისა და ახალგაზრდის მკურნალობისა და დიაგნოსტიკის დაფინანსება დაამტკიცა საერთო ჯამში 2 266 721 ლარის, 2 931 400 აშშ დოლარისა და 1 402 670 ევროს მოცულობით.
147 ბავშვისა და ახალგაზრდის სამედიცინო მომსახურება საქართველოში დაფინანსდა, ხოლო 214 შემთხვევაში დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დაფინანსება დამტკიცდა როგორც საქართველოში ასევე გერმანიის, ესპანეთის, თურქეთის, იაპონიის, ავსტრიის, ისრაელის, იტალიისა და საფრანგეთის კლინიკებში.
სოლიდარობის ფონდის ამოქმედებიდან, საქართველოში უსახსრობის გამო სიმსივნით დაავადებული არც ერთი ბავშვი და ახალგაზრდა არ დაღუპულა, რაც კერძო, საჯარო, არასამთავრობო სექტორის და ათიათასობისთ მოქალაქის ჩართულობის შედეგია. თუმცა ეს არ არის საკმირი, რადგან ფონდში მომართვიანობის მზარდი მაჩვენებელიდან გამომდინარე, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კიდევ უფრო მეტი მხარდამჭერისა და ორგანიზაციის ჩართულობა, რადგან უწყვეტად შევძლოთ სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის საჭირო მკურნალობისა და დიაგნოსტიკის სტაბილური დაფინანსების უზრუნველყოფა, როგორც საქართველოში ასევე საზღვარგარეთ” - ნათქვამია ფონდის ანგარიშში.
მასალის გამოყენების პირობები






