გათავისუფლებული მუშების მხარდამჭერი აქცია-მსვლელობა დღეს თბილისშიც გაიმართა.
აქციის მონაწილეებმა რისთაველის გამზირი გადაკეტეს. ისინი ამ წუთებში სახელმწიფო კანცელარიისკენ მიემართებიან, სადაც სამსახურიდან 350 ადამიანის გათავისუფლებას გააპროტესტებენ.
აქციის მსვლელობისას პოლიციასა და მსვლელობაში მონაწილეებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა.
სამართალდამცავები მსვლელობის მონაწილეებს გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევდნენ.
აქციას პროფკავშირები და საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები შეუერთდნენ.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ: ვის მხარეს ხარ დღეს შენ, ვის მხარეს ხარ შენ", "სოლიდარობა მუშებს" და სხვა.
შეგახსენებთ, რომ აზოტის ქარხნიდან გათავისუფლებულების მხარდასაჭერი აქციები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს.
გათავისუფლებულები აცხადებენ, რომ ისე გაუუქმეს შრომითი ხელშეკრულებები, წინასწარ არ გაუფრხილებიათ და ამის შესახებ მხოლოდ მაშინ გაიგეს, როდესაც საშვები გაუქმებული დახვდათ.


მასალის გამოყენების პირობები






