კომპანია თელასის ცნობით, 7 თებერვალს კრწანისის და ნაძალადევის რაიონს სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო ელექტრომომარაგება შეიზღუდება.
კრწანისის რაიონი
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის II შესახვევისა და კრწანისის ქუჩის მაცხოვრებლებს.
კრწანისის გამგეობის მოთხოვნით, სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაციის მიზნით 10 საათიდან 18 საათამდე ელექტრომომარაგება შეეზღუდება: რუსთავის გზატკეცილის, მარნეულის, სადგურის და ვაგზლის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
გადაუდებელი სარემონტო სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ფეიქრების და ქსნის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
მასალის გამოყენების პირობები






