თიბისი ბანკმა ინტერნეტ და მობაილბანკის გათამაშების გამარჯვებულს გუდაურში მოგებული ბინა გადასცა
საზოგადოება - 16:43, 06 Feb, 2017     2210
თიბისი ბანკმა ინტერნეტ და მობაილბანკის ციფრული გათამაშების გამარჯვებული სუპერპრიზით დააჯილდოვა. ბანკის წარმომადგენელმა ზურაბ ერგეშიზეს კუთვნილი ბინა საცხოვრებელ კომპლექს „მგზავრებში“, გადაცემა „ექიმების“ წამყვანებთან ერთად, საზეიმოდ გადასცა და გამარჯვება მიულოცა.

შეგახსენებთ, თიბისი ბანკის ინტერნეტ და მობაილბანკის ციფრული გათამაშება 1 ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა. ამ გათამაშების შედეგად, ელექტრონულად, შემთხვევითობის პრინციპით გამოვლინდა ორი სუპერ პრიზის მფლობელი - ზურაბ ერგეშიძე, რომელმაც გუდაურში ბინა მოიგო და ბაკურ ბეგაშვილი, რომელმაც ევროპაში სამოგზაურო საგზური მოიგო.

გარდა სუპერპრიზის მფლობელებისა, თიბისი ბანკის გადაწყვეტილებით, დაჯილდოვდა მობაილბანკის ყველაზე აქტიური მომხმარებელი, რომელმაც აქციის პერიოდში მობაილ ბანკით ყველაზე მეტი ტრანზაქცია განახორციელა. ეს აღმოჩნდა თინათინ ლორთქიფანიძე, რომელსაც ბანკმა ასევე აჩუქა ბინა გუდაურში. სიურპრიზის შესახებ მობაილ ბანკის ყველაზე აქტიურ მომხმარებელს თიბისი ბანკმა სწორედ გუდაურიდან, ერგეშიძეების ბინიდან სატელეფონო ზარით შეატყობინა.

აქციის ფარგლებში სულ 2000-მდე ადამიანი დაჯილდოვდა ფულადი პრიზით. ეს მხოლოდ იმისათვის, რომ მონაწილეობდნენ თიბისი ბანკის ინტერნეტ და მობაილბანკის ციფრულ გათამაშებაში.

„ჩვენმა მომხმარებელმა იცის, რომ თიბისი ბანკის ინტერნეტ და მობაილ ბანკის გათამაშება ციფრულად მიმდინარეობდა და გათამაშების პრინციპი შემთხვევითობა იყო. არ გვინდოდა, ყველაზე აქტიური მომხმარებელი საჩუქრის გარეშე დაგვრჩენოდა, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, მეორე ბინა გუდაურში, მობაილბანკის ყველაზე აქტიური მომხმარებლისთვის გადაგვეცა. ზოგადად მინდა ვთქვა, რომ ჩვენი აქცია ძალიან ბევრი ადამიანისთვის აღმოჩნდა სიხარულის მომტანი - 2000-მდე ადამიანი ფულადი პრიზით დავასაჩუქრეთ, 2 - ბინით, ერთი კი მოგზაურობით. ყველას მინდა მივულოცო თიბისი ბანკის სახელით და წარმატება ვუსურვო, სხვებს კი მოვუწოდო, რომ გააქტიურდნენ ინტერნეტ და მობაილბანკში,“- განაცხადა თიბისი ბანკის კორპორაციული კომუნიკაციების დირექტორმა, თამუნა კირვალიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42