"გეგმა არის რადიკალური და გამოიწვევეს მაუწყებლის სულ მცირე ერთი წლით პარალიზებას"- კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“
საზოგადოება - 16:03, 06 Feb, 2017     2117
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმის გეგმას ეხმიანება სადაც აღნიშნულია, რომ ტელევიზიის ხელმძღანელობის მიერ შეთავაზებული გეგმა ეწინააღმდეგება საქართელოს კანონს მაუწყებლის შესახებ და გამოიწვევს მაუწყებლის სულ მცირე ერთი წლით პარალიზებას.

„დღეს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ისაუბრა მაუწყებელში არსებული პრობლემების შესახებ და სამეურვეო საბჭოსა და დაინტერესებულ საზოგადოებას განსახილველად შესთავაზა გეგმა, რომლის ერთ-ერთი პუნქტი გულისხმობს 2018 წლამდე საზოგადოებრივ მაუწყებელზე ყველა გადაცემის შეჩერებას, გარდა საინფორმაციო გადაცემისა.

კოალიცია მიიჩნევს, რომ შემოთავაზებული გეგმა ეწინააღმდეგება საქართველოს კანონს მაუწყებლობის შესახებ, რომლის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია „საუკეთესო დროს განათავსოს ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგრამები და უზრუნველყოს აუდიტორიის დროული ინფორმირება მისი მომსახურების ზონაში საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ“.

შემოთავაზებული გეგმა არის რადიკალური და გამოიწვევეს მაუწყებლის სულ მცირე ერთი წლით პარალიზებას. კოალიცია მოუწოდებს საბჭოს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინოს კანონით დადგენილი ეს ვალდებულება და მაყურებლის უფლება, მიიღოს ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოვლენების შესახებ. 2017 წელი არის თვითმმართველობის არჩევნებისა და საკონსტიტუციო რეფორმის წელი, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელს აკისრებს მნიშვნელოვან ფუნქციას მოქალაქეებს მიაწოდოს არა მხოლოდ ახალი ამბები, არამედ პროცესების მრავალმხრივი ანალიზი და შესთავაზოს მრავალფეროვანი დისკუსია აქტუალური თემების შესახებ.

კოალიციისთვის სადავო არ არის მაუწყებელზე ცვლილებების საჭიროება. ჩვენ არა ერთხელ გვისაუბრია როგორც ტექნიკური, ისე შინაარსობრივი განვითარების აუცილებლობაზე, თუმცა მენეჯმენტის მიერ შემოთავაზებული რადიკალური ცვლილებები არ გვაძლევს წარმოდგენას იმის შესახებ, თუ როგორი იქნება მაუწყებლის პრიორიტეტები მომავალში, რა გადაცემები შეავსებს მაუწყებლის ბადეს 2018 წლიდან: რეიტინგისათვის გამიზნული მეგა შოუები თუ სადისკუსიო, ანალიტიკური, საგამოძიებო ჟურნალისტური პროდუქტი. ასევე გაურკვეველია, როგორ იქნება დაცული მაუწყებლის თანამშრომელთა შრომითი უფლებები მასობრივი დათხოვნის პირობებში.

კოალიცია მზად არის სხვა დაინტერესებულ ჯგუფებთან ერთად მონაწილეობა მიიღოს შემოთავაზებული გეგმის განხილვაში“ -აღნიშნულია მიმართვაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42