სრულად ადაპტირებული გარემო მალე სსიპ პროფესიულ კოლეჯ „სპექტრი“ -ში
განათლება - 16:54, 06 Feb, 2017     3143
სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო აქტიურად აგრძელებს სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს სსიპ პროფესიულ კოლეჯ „სპექტრი“ -ში. სააგენტოს დირექტორის მოადგილემ, თეიმურაზ მაჩაიძემ და სამშენებლო-საპროექტო სამსახურის უფროსის მოადგილემ, დადუნა გიგაურმა, მოინახულეს მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს პირველი და მეორე სართულის რეაბილიტაცია-ადაპტაცია. დასრულებულია ძირითადი სასწავლო კორპუსის მესამე და მეოთხე სართულის სრული რეაბილიტაცია.
უნივერსალური დიზაინის მოთხოვნების საფუძვლიდან გამომდინარე, არსებული შენობის დაგეგმარებაში განხორციელდა ცვლილები, რომელიც შესაბამისობაშია მოყვანილი საქართველოს მთავრობის #41 დადგენილებასთან და ასევე, ნორვეგიულ სტანდარტთან (NS 11001-1) უნივერსალური დიზაინის შესახებ, რაც ითვალისწინებს სასწავლო გარემოს სრულ ადაპტაციას შშმ და სსმ პირთათვის.

განხორციელებული სამუშაოები ითვალისწინებს ძირითადი სასწავლო შენობის და სახელოსნოების სრულ ადაპტაციას:

  • ადაპტირდა შენობებთან მისასვლელი გზა
  • მოეწყო კიბის საფეხურები გამაფრთხილებელი ნიშნებით (საფეხურის დასაწყისში ტაქტილური ნიშნები, ორდონიანი მოაჯირით)
  • კორიდორებში გაკეთდა ორდონიანი მოაჯირები
  • მოეწყო პანდუსები ტაქტიკური ნიშნებით
  • დერეფანში მოეწყო მიმართულების და მიმართულების ცვლილების ტაქტილური ნიშნები
  • ყველა კარის ღიობი მოვიდა სტანდარტთან შესაბამისობაში
  • ადაპტირდა სველი წერტილები
  • გაუმჯობესდა შენობის აკუსტიკური მდგომარეობა

სასწავლო პროცესი მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოების პარალელურად უკვე დასრულებულ ნაწილში. შენობის სრული რეაბილიტაციის დასრულება გაზაფხულზე იგეგმება.

www.facebook.com/ESIDA.info/








მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42