„ეხლაც ამ წერილს ვწერ და ნერვიულობისგან მთელი სხეული მიკანკალებს“...
საზოგადოება - 01:01, 06 Feb, 2017     6427
„გთხოვთ დამეხმაროთ მოვძებნო ორი ახალგაზრდა, რომლებმაც დედა გადამირჩინეს!“ - წერს ქალბატონი ნინო და ეძებს უცნობ გოგონასა და ბიჭს, რომელთა სახელები იცის მხოლოდ. „ბიჭს დათო ჰქვია, გოგოს სალომე, გთხოვთ გაავრცელოთ,მე მათ მადლობაც ვერ გადავუხადე“ - ვკითხულობთ წერილში.


ნინო:
„დედაჩემს 65 წლის არის, მაღალი წნევები აწუხებს , ზოგჯერ გული ისე მოულოდნელად აუჩქარდება, ფერს დაკარგავს და ძალა მთლიანად ერთმევა. ექიმმა დაუნიშნა ფეხით იარე როგორც შეძლებო, დედაჩემიც თავს ძალას ატანს და გარეთ გაისეირნებს ხოლმე. სულ ვეუბნები უჩემოდ არ გახვიდეთქო მაგრამ ჯიუტია, გუშინ სამსახურში ვიყავი, დაახლოებით 13:00 საათი იყო, დედა გარეთ გასულა, როგორც თვითონ ამბობს თბილისში სამედიცინო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე ცუდად გამხდარე, უნივერსიტეტის ეზოდან ახალგაზრდა გოგო და ბიჭი გამოსულა, სავარაუდოდ სამედიცინოს სტუდენტები, როგორც ჩანს დაინახეს რომ დედას რაღაც რიგზე ვერ ქონდა და უჭირდა, მივიდნენ და დახმარება შესთავაზეს, როგორც დედაჩემი მანანა, ამბობს რომ მარტო ის ახსოვს რომ ვუთხარი, რაღაც კარგად ვერ ვარო და გონზე საავადმყოფოში მოვიდა.

სამსახურში ვიყავი, როცა დედაჩემის ტელეფონიდან ზარი შემოვიდა, ვუპასხე და ახალგაზრდა ბიჭმა მითხრა დამშვიდდით ქალბატონო დედათქვენი ამადაამ საავადმყოფოშია, არ ინერვიულოთ უკვე ყველაფერი კარგად აქვსო, თავქუდმოგლეჯილი გავვარდი, ვიფიქრე ექიმმა ან ექთანმა დამირეკა დედას ნომრიდანთქო. როგორც აღმოჩნდა შემდეგ ახალგაზრდებს სასწრაფო დახმარების მანქანა გამოუძახებიათ და დედას გვერდიდან არ მოსცილდნენ სანამ არ დარწმუნდნენ რომ კარგად იყო. როგორც რეგისტრატურაში მითხრეს გოგონა დედაჩემის ამბავს ისე განიცდიდა თავიდან შვილიშვილი გვეგონაო. სამწუხაროდ როცა მე კლინიკაში მივედი დედაჩემის გადამრჩენელი ახალგაზრდები იქ აღარ დამხვდნენ, სავარაუდოდ ბიჭს დათო ქვია, გოგონას სალომე, გთხოვთ გამომიქვეყნეთ ეს წერილი, გავავრცელოთ როგორმე რომ ხმა მივაწვდინო ახალგაზრდებს, რომლებმაც დედაჩემს თავიდან აჩუქეს სიცოცხლე და სანაცვლოდ მადლობაც ვერ გადავუხადე!

ეხლაც ამ წერილს ვწერ და ნერვიულობისგან მთელი სხეული მიკანკალებს, ეს ახალგაზრდები რომ იქ არ აღმოჩენილიყვნენ, არავინ იცის დედას რა დაემართებოდა.

დედა როგორც ამბობს, ამ გოგონას და ბიჭის სახე არასდროს დაავიწყდება და სადმე თუ შეხვდა აუცილებლად იცნობს, მაგრამ მე მინდა რაც შეიძლება მალე ვიპოვო, მეც და დედასაც ანგელოზებივით მოგვევლინენ, მინდა უბრალოდ გავიცნო და მადლობა გადავუხადო მათაც და მათ მშლობლებსაც რომ ასეთი კარგი ადამიანები არიან.

თუ ეს ისტორია გეცნოთ. გთხოვთ დამიკაშირდით ნომერზე-555 392 267, ნინო.“

წყარო:www.gansxvavebuli.com





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42