6-7 თებერვალს თბილისის რამდენიმე რაიონს წყალმომარაგება შეუწყდება - GWP-ის განცხადება
საზოგადოება - 19:29, 05 Feb, 2017     28703
ტემპერატურის მკვეთრი ვარდნის გამო, ნაძალადევის რაიონში, ურდიას ქუჩაზე N183-თან, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ 1200 მმ-იანი გვირაბული წყალსადენი ავარიულად დაზიანდა.

ამ დროისთვის ადგილზე მობილიზებულია ტექნიკური ჯგუფები და დაზიანების აღდგენის მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ტექნიკურ-აღდგენითი სამუშაოები საპატრულო პოლიციასთან შეთანხმებით მიმდინარეობს, რადგან დაზიანება სამანქანო გზაზეა და ავტოსატრანსპორტო მოძრაობის ორმხრივ შეფერხებას იწვევს.

ტექნიკური სამუშაოები მაგისტრალური ქსელის წყლისაგან დაცლას მოითხოვს, რის გამოც ხვალ, 6 თებერვალს, დილის 10:00 საათიდან ზეგ, 7 თებერვლის, დილის, 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ნაძალადევის რაიონში:

მუხრანის და ჟორდანიას ქუჩებს და შესახვევებს; თიანეთის, გლინკას, შენგელაიას, ბოგვის, ლიახვის, ურდიას და მიმდებარე ქუჩებს;

ჩუღურეთის რაიონში:

ხუდადოვის N137-ის სამხედრო კორპუსებს; რეხის ქუჩებს; ჩეჩელაშვილის, ლარეხის, მნათობის, დავითაშვილის, ბაგრატიონის და მიმდებარე ქუჩებს;

ისნის რაიონში:

თელავის ქუჩის ნაწილს; წინანდლის ქუჩას და შესახვევებს; სამრეკლოს, მესხიშვილის და მიმდებარე ქუჩებს; ნავთლუღის I დასახლების ქუჩებს. ვაზისუბნის დასახლებას მთლიანად; მეტრომშენის დასახლებას და მოსკოვის გამზირს;

წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია აღნიშნულ ქუჩებს და დასახლებებს წყალს ცისტერნით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეწყვეტისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისფუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - - http://www.gwp.ge

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფოტრისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42