შამილიშვილს განცხადებით, საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ, "მობილობის საკითხის გადაწყვეტას საქართველოს განათლების სამინისტროსთან ერთად შეეცება".
"ჩემთვის როგორც ცნობილია ავტორიზაციის საბჭომ იმსჯელა ამ სკოლაში არსებულ დარღვევებთან დაკავშირებით, მან ჩაატარა გარკვეული მონიტორინგი და მიიღო გადაწყვეტილება. თუმცა არის ვადა, ვიდრე საბოლოო ბრძანება გამოიცემა ამ საკითხთან დაკავშირებით. საბოლოო ბრძანების მიღების შემდეგ ჩვენ მზად ვართ მობილობა განვახორციელოთ საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში”- თქვა მინისტრმა.
შამილიშვილის სკოლისთვის ავტორიზაციის შეჩერებასთან დაკავშირებით სუბიექტური აზრის გამოხატვისგან თავს იკავებს.
"ჩვენ ვიმოქმედებთ განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად და გარწმუნებთ, რომ არც ერთ ბავშვს პრობლემა არ შეექმნება სასწავლო პროცესთან დაკავშირებით"- აცხადებს ის.
შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმს ავტორიზაცია გაუუქმდა. სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ელგუჯა დავითაძეს ეჭვი აქვს, რომ სკოლის დახურვა პოლიტიკური საკითხია.
მასალის გამოყენების პირობები