"ეჭვი გვაქვს, სკოლის დახურვა პოლიტიკური საკითხია"- რატომ დახურეს შაჰინის სკოლა
განათლება - 17:14, 04 Feb, 2017     7842
შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმის დირექტორი ელგუჯა დავითაძე სკოლისთვის საგანმანათლებლო საქმიანობის აკრძალვას პოლიტიკური გადაწყვეტილებას უწოდებს.

ელგუჯა დავითაძის თქმით, სკოლა-ლიცეუმის ადმინისტრაციამ უკვე მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს.

დირექორის განცხადებით, 3 თებერვალს, თბილისში, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში გამართულ საბჭოზე განიხილეს შაჰინის სკოლა-ლიცეუმის ავტორიზაციის საკითხი, შეხვედრაზე კომისიის წევრების უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება სკოლისთვის ავტორიზაციის შეჩერების თაობაზე.

მისივე თქმით, "სკოლის ადმინისტრაცია პროტესტს გამოთქვამს მიღებულ უსამართლო გადაწყვეტილებაზე, რადგან ადგილი აქვს კანონის დარღვევას მონიტორინგის განხორციელებისას".

"ძირითადი ყურადღება გამახვილებული იყო, უცხო ქვეყნის 6 მოქალაქეზე, რომლებიც ჩვენს სკოლა-ლიცეუმში სწავლობენ. საუბრი იყო იმაზე, რომ მათი ჩარიცხვა არაკანონიერი გზით მოხდა. თუმცა როგორ უნდა მომხდარიყო ამ მოქალაქეების ჩარიცხვა ქართულ სექტორზე, ჩვენ კონსულტაცია გავიარეთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად, რისი ოქმიც არსებობს. სკოლაში 9 წელია სწავლობენ თურქეთის მოქალაქეები, ამ დრომდე არ შექმნილა პრობლემა. ბოლო ავტორიზაციის დროს დასვეს საკითხი, რომ თურქული სექტორი უნდა გაუქმებულიყო და მხოლოდ ამ შემთხვევაში ვიქნებოდით ავტორიზებული სკოლა. განვაცხადეთ თანხმობა და მივიღეთ თურქული სექტორის გაუქმების გადაწყვეტილება. ვუთხარით, რომ იმავე დღეს გავუშვებდით ამ ბავშვებს ჩვენი სკოლიდან, ან სხვა სკოლებში გადავამისამართებდით, მაგრამ განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა თქვეს, რომ ეს იქნებოდა მოსწავლეების უფლებების დარღვევა, ასე არ უნდა გაგვეკეთებინა და ეს პროცედურა უნდა გაგვევლო ეტაპობრივად. ავტორიზაციის საბჭოსთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თურქული სექტორის გაუქმება მოხდებოდა ეტაპობრივად. უნდა განხორციელებულიყო თურქულ სექტორზე მყოფი ბავშვების ქართულ სექტორზე გადაყვანა. უნდა გახსნილიყო პარალელური კლასები და თურქულ კლასებში ქართული ენის გაძლიერებული სწავლება უნდა ყოფილიყო. ამასთანავე, მშობლებისთვის უნდა მიგვეწოდებინა ინფორმაცია, რომ საწავლო წლის ბოლოს აღარ იარსებებდა თურქული სექტორი და მიეღოთ შესაბამისი ზომები. ჩვენ ეს ყველაფერი ავტორიზაციის საბჭოსთან შეთანხმებით მივიღეთ, მაგრამ ახლა გვეუბნებიან, რომ ასე არ უნდა გაგვეკეთებინა და პროცედურები უნდა განხორციელებულიყო სულ სხვა გზებით. ვერ ვნახეთ საქართველოს განათლების რეგულაციაში, თუ როგორ უნდა მოხდეს თურქული სექტორიდან ქართულ სექტორზე მოსწავლეების გადასვლა - ეს ჩაგვეთვალა დარღვევად და ავტორიზაცია არ მოგვცეს“- განაცხადა ელგუჯა დავითაძემ დღეს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე.

შაჰინის სკოლის დირქეტორი ეჭვს გამოთქვამს, რომ “სკოლის დახურვა არის პოლიტიკური საკითხი”.

"18 იანვარს თურქულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველო მზადაა დარტყმა მიაყენოს ამ სკოლებს, დახუროს და გადაუფორმოს თურქეთის მიერ გახსნილ საგანმანათლებლო ფონდს. ეს ინფორმაცია თურქეთის ყველაზე მაღალტირაჟიან გაზეთ „საბაჰში“ გამოქვეყნდა. სკოლის ადმინისტრაცია მუშაობს ქართველ და უცხოელ ექსპერტებთნ, უფლებადამცველებთან ერთად და გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა კანონიერ უფლებას, რათა დავიცვათ საკუთარი მოსწავლეების და თანამშრომლების უფლებები. ორშაბათიდან ჩვენ ვაგრძელებთ სასწავლო პროცესს, რადგანაც ჩვენ ხელთ არ გვაქვს დოკუმენტაცია, რომელიც გვიკრძალავს სასწავლო პროცესის განხორციელებას"- თქვა დირექტორმა.

სპეციალურ ბრიფინგზე ელგუჯა დავითაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განათლების მინისტრს და სახალხო დამცველს მიმართა, პირად კონტროლზე აიყვანონ და დაიცვან სკოლის 340 მოსწავლის, მათი მშობლებისა და პედაგოგების კანონიერი უფლებები.

ბრიფინფგის პარალელურად, შაჰინის სახელობის მეგობრობის სკოლა-ლიცეუმის ავტორიზაციის გაუქმებასთან დაკავშირებით მშობლებმა აქცია გამართეს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42