უხარისხო პროდუქცია თბილისის ბრენდულ მაღაზიაში - ,,ესპანელ მეწაღეს“ მომხმარებლის უფლების დარღვევაში ადანაშაულებენ
საზოგადოება - 17:32, 04 Feb, 2017     32474
საქართველოში რომ მომხმარებელთა უფლებები ხშირად ირღვევა, ამაზე არავინ დაობს. ალბათ თითოეულ თქენგანს გადახდენია თუნდაც ერთი ისტორია, როცა თქვენი, როგორც მომხარებლის უფლება დაარღვიეს.

ეს საქართველოა - ქვეყანა, რომელმაც ორიოდე დღის წინ, 2017 წლის 2 თებერვალს ვიზალიბერალიზაცია მიიღო და რომელიც ევროკავშირის გზას ადგას, თუმცა მომხმარებლის დიდმა ნაწილმა ისიც კი არ იცის, მისი უფლებების დარღვევის შემთხვევაში, რა გზას უნდა მიმართოს. (ბუნებრივია კანონის დაცვით).

ევროპულ ქვეყნებში კი უამრავი მაგალითი არსებობს, როცა მომხმარებელი მისი უფლებების უგულველყოფისთვის სასამართლოს მიმართავს და ხშირ შემთხვევაში იქიდან მატერიალურად თუ მორალურად წელში გამართული გამოდის.

სწორედ ამიტომ, მწარმოებლები ნაწარმს ხშირად სასაცილო, თუმცა აუცილებელ ინსტრუქციას აყოლებენ თან, მათ შორის იმას, ესა თუ ის პროდუქცია რა სენზონისთვისაა განკუთვნილი ან რა როგორ უნდა მოვიხმართ. ასე მაგალითად, სუპერმენის ფორმის ინსტუქცია: "არ დაფრინავს"! - ეს ერთი შეხედვით სასაცილო წარწერა, განვითარებულ ქვეყანაში მომხმარებელთა უფლებების დაცვისთვის აუცილებელი ნორმაა.

საქართველოში კი საკითხი ასე დგას: ყიდი ყველაფერს და პრეტენზიის შემთხვევაში მოგებული ის არის, ვინც მეტად იყვირებს და ვისაც მეტი ფული აქვს, თუ რატომ ამას თათა თათხაშვილის მაგალითზე მოგიყვებით, რომელიც თვლის, რომ „ესპანელი მეწაღე Zapatero Español“-მ და ამ მაღაზიის ქართველმა მფლობელმა ნოე თოფურიამ მისი, როგორც მომხმარებლის უფლება დაარღვია და მეტიც მას შეურაცხყოფა მიაყენა. საქმე ეხება ძვირადღირებულ შემოდგომა-ზამთრის ტყავის ფეხსაცმელს, რომელიც მოქალაქემ აღნიშნულ მაღაზიაში შეიძინა, ხოლო პირველივე ჩამცმისას, თბილისში წვიმიამ ამინდში დაზიანდა.

ფაქტის შესახებ თათა თათხაშვილმა ,,ნიუპოსტს" უამბო. მომხმარებელი ამბობს, რომ პრეტენზიის გამოთქმისას, მაღაზიის მეპატრონემ მიუთითა, რომ ტყავის ფეხსაცმელი წვიმიან ამინდში ჩასაცმელი არ არის და რომ მომხმარებელმა ამდენი უნდა იცოდეს.

„ის რაც "ესპანელმა მეწაღემ" გააკეთა ჩემთვის ძალიან შეურაცხმყოფელია და არღვევს ჩემი, როგორც მომხმარებლის უფლებას;

რამდენიმე ასეულ ლარად შეძენილ ზამთრის ფეხსაცმელზე მაღაზიათა ქსელის დირექტორი ნოე თოფურია და მისივე თანამშრომლები აცხადებენ, რომ ეს ტყავის ფეხსაცმელი ნალექიან ამინდში გადასაადგილებელი არ არის და მე არ ვიცი მისი გამოყენება, რადგან პირველსავე ჩაცმაზე წყალი შევიდა და ამასთანავე ფერი გადაუვიდა”- აცხადებს „ნიუპოსტთან“ მომხმარებელი.

თათხაშვილის თქმით, მას შემდეგ რაც შენიშნა, რომ ზამთრის ფეხსაცმელი ზამთარში ჩასაცმელად უვარგისი იყო მაღაზიას მიმართა. ნოე თოფურიამ იმის ნაცვლად ნივთი დაებრუნებინა, ულტიმატუმი წაუყენა კლიენტს - სამხარაულის ექსპერტიზამ დადოს დასკვნა, რომ ქარხნული წუნი აქვს ფეხსაცმელს და დავიბრუნებო.

„ისეთი გაცეცხლებული ვიყავი სამხარაულში წავედი, თუმცა მითხრეს, რომ მსგავს თემაზე ექსპერტიზას არ ვაკეთებთო, მოგვიანებით თოფურიამაც იგივე მომახსენა, ექსპერტიზას არ გაგიკეთებენ და ვერც სასამართლოში მიჩივლებო“- ამბობს ახალგაზრდა ქალბატონი და იქვე დასძენს, რომ მას გააჩნია ვიდეო-მასალა, სადაც დირექტორი, ნოე თოფურია შემდეგი სიტყვებით მიმართავს: "ამხელა გოგომ უნდა იცოდე, რომ ეს ფეხსაცმელი არ უნდა ჩაიცვა წვიმიან/თოვლიან ამინდში. ნალექიან ამინდში უნდა იარო ბოტებით და არა ბრენდული ფეხსაცმლით“.

„ამ კაცს ქვეყანა თავისი ჰქონია, მესმის რომ ფინანსურად მყარად დგას, თუმცა ეს ფაქტი, მას ჩემი შეურაცხყოფის საშუალებას არ აძლევს, რომ მე აზრზე არ ვარ, როგორ გამოვიყენო ჩემს მიერ შეძენილი პროდუქცია. ვითხოვ ამინაზღაურონ ფინანსური და მორალური ზარალი, ვთვლი, რომ ჩემი, როგორც მომხმარებლის უფლება დაირღვა და პლუს ამას, მომაყენეს შეურაცხყოფა“- ამბობს მომხმარებელი.

ბუნებრივია „ნიუპოსტი“„ესპანელი მეწაღე“-ს დირექტორის პოზიციითაც დაინტერესდა, თუმცა ჩვენდა გასაკვირად ნოე თოფურია გაღიზიანდა, მოცლილები გვიწოდა და მის ნომერზე ხელახლა დარეკვა აგვიკრძალა.

„თქვენ რა გნებავთ? მე მისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, ვუთხარი, რომ 25 წლის ადამიანმა უნდა იცოდეს, როგორი ფეხსაცმელი, როგორ ამინდში ჩაიცვას“- აღნიშნა თოფურიამ, რომელიც ჯიუტად ამტკიცებს, რომ ტყავის საკმაოდ მაღალყელიანი ფეხსაცმელი უნალექო ამინდში უნდა ჩაიცვა.

ჩვენს კითხვაზე - არის თუ არა აღნიშნული ტყავის ფეხსაცმელი, ე.წ. შუზი შემოდგომა-ზამთრისთვის და შესაბამისად ნალექიანი ამინდისთვის განკუთვნილი, თოფურიამ შეგვახსენა, რომ ,,ბოტასს წვიმაში არ იცვამენ", თუმცა ჩვენ მითითებაზე, რომ ის ტყავია, მაღზიის მეპატრონე ჯიუტად ამტკიცებდა, რომ არც ტყავის ფეხსაცმელი არაა განკუთვნილი ნალექიანი ამინდისთვის და რომ ჩვენ, მომხმარებლებმა ამდენი უნდა ვიცოდეთ.

„მე თქვენთვის არ მცალია, მოდით მაღაზიაში, ნახეთ რა ფეხსაცმელია და თუ მას თოვლიან ამინდში ჩაიცვამთ მერე დაგელაპარაკებით. ჩემი ფეხსაცმელი უმაღლესი ხარისხისაა, თუმცა უნდა იცოდე, თოვლში რომ არ უნდა ჩაიცვა. (ტყავის ფეხსაცმელი -ავტ.) უნდა ჩაიცვა მშრალ ამინდში, გაზაფხული-შემოდგომის მოდელია. შენ საქმე არ გაქვს, არ მცალია-მეთქი, დაისვენე რა ამ ნომერზე არ დარეკო" - განგვიცხადა თოფურიამ.

ჩვენ აქვე გვინდა მკითხველს შევახსენოთ, რომ აღნიშნულ ფეხსაცმელს, მაღაციის ფეისბუქ-გვერდზე გარკვევით ვკითხულობთ, რომ ის არის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის:

"ესპანელი მეწაღე" 2016-17 წლების შემოდგომა-ზამთრის კოლექცია. მწარმოებელი JOE SANCHES- ესპანეთი. მასალა-ნატურალური ტყავი. ფასი : 339 ლარი და 279 ლარი".






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42