"ზარი ახლობელთან“ - ქრთამის სახით აღებული 50 ათასი ლარი და ოზურგეთიდან გაქცეული კომპანია
კრიმინალი - 16:17, 04 Feb, 2017     11211
გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ ოზურგეთის მერიამ, ფირმა "პირამიდას" - ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შეუსრულებლობის გამო, ხელშეკრულება შეუწყვიტა.

არაოფიციალურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქალაქის მერიამ ხელშეკრულება აღნიშნულ კომპანიას მას შემდეგ გაუწყვიტა, რაც ტენდერით გათვალისწინებული თანხის დარჩენილი ნაწილი მთლიანად გადაურიცხა, რომლის შემდეგაც "პირამიდა" - ნაცვლად სამუშაოების დასრულებისა, ხელმძღვანელებიანად გაქრა.

თუ რა სამუშაოებს ახორციელებდა კომპანია, რა ვალდებულებები აიღო ტენდერის პირობებში და რა ვერ შეასრულა, ამასთან დაკავშირებით "გურიის მოამბე" ქალაქ ოზურგეთის მერიას დაუკავშირდა, საიდანაც ამ თემაზე კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ:"ქალაქ ოზურგეთის მერია აქამდეც მოქმედებდა და ახლაც კანონის შესაბამისად მოქმედებს"-გვითხრეს პრეს სამსახურში.

არაოფიციალური ინფორმაციით, "პირამიდამ ოზურგეთში სხვადასხვა დროს ათი მილიონი ლარის ღირებულების პროექტი "განახორციელა.

ამ ეტაპზე ის რამდენიმე მილიონიან პროექტს-ტროტუარების რეაბილიტაცია და სხვა-ახორციელებდა.

"პირამიდას" გაქცევამდე, ასევე არაოფიციალურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ქალაქ ოზურგეთის მერია, კომპანიას დარჩენილი თანხის ჩარიცხვაზე უარს ეუბნებოდა და მისგან ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების მყარ გარანტიებს ითხოვდა, თუმცა, ზედა სახელისუფლებო ეშელონებიდან "შემომავალმა" ზარმა, ეს პრობლემა "მოაგვარა" და "პირამიდამ დარჩენილი 380 ათასი ლარი უპრობლემოდ მიიღო, რის შემდეგაც, უკვალოდ გაქრა.

არაოფიციალური ინფორმაციით, ზარის ავოტრმა "პირამიდასაგან" ქრთამის სახით ერთჯერადად 50 ათასი ლარი მიიღო.

რაც შეეხება ქალაქ ოზურგეთს, მას ხელმეორე ტენდერის გამოცხადება მოუწევს აღნიშნული სამუშაოების დასასრულებლად, თუმცა ვინაიდან და რადგანაც "პირამიდას" ოფიციალურად, ქონების სახით არაფერი აბადია, მერიას თანხის მოძიებაც თავიდან მოუწევს.

თეა იოსელიანი - გურია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42