N16 დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში კულინარიის ხელოვნების კურსი დასრულდა
საზოგადოება - 16:31, 03 Feb, 2017     1828
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N16 დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში პროფესიული მომზადების პროგრამა დასრულდა, რომლის ფარგლებში, 19 მსჯავრდებული კულინარიის ხელოვნებას დაეუფლა.

კულინარიის ექვსთვიანი კურსი ამერიკის საელჩოსა და აშშ-ს ნარკოტიკებთან ბრძოლისა და კანონის აღსრულების საერთაშორისო ბიუროს (INL) ფინანსური მხარდაჭერით, პროფესიულმა კოლეჯმა „იკაროსი" განახორციელა.

კურსის დასრულებასთან დაკავშირებულ ღონისძიებას, N16 პენიტენციურ დაწესებულებაში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, INL-ისა და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ და მსჯავრდებულებს კურსის დასრულების დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცეს.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილმა ამერიკის საელჩოსა და INL-ის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა პროექტის ფარგლებში თანამშრომლობისა და მხარდაჭერისათვის.

„უწყების ერთ-ერთ პრიორიტეტს მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია წარმოადგენს. პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულთა მიერ პროფესიის დაუფლება გათავისუფლების შემდეგ მათ დასაქმებას უადვილებს, რაც, თავის მხრივ, ამცირებს განმეორებითი დანაშაულის რიცხვს. კულინარიის კურსები ექვსი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ის 20-მდე მსჯავრდებულმა წარმატების გაიარა“, - აღნიშნა ზვიად მიხანაშვილმა.

საქართველოში ამერიკის შეერთაბეული შტატების მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ნიკოლას ბერლინერის განცხადებით, მსგავსი სასწავლო კურსების მთავარ მიზანს მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია და საზოგადოებაში რეინტეგრაციის ხელშეწყობა წარმოადგენს.

„მოხარული ვართ, რომ სასჯელაღსრულების სამინისტროსთან ერთდ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ მონაწილეობა მივიღეთ ამ პროგრამის განხორციელებაში. პროგრამა მსჯავრდებულებს დაწესებულების გარეთ ცხოვრებისათვის ამზადებს, უვითარებს ახალ უნარ-ჩვევებს და ეხმარება ანაზღაურებადი სამსახურის მოძიებაში. შესანიშნავი პროექტია და აუცილებლად გავაგრძელებთ თანამშრომლობას სამინისტროსთან“, - აღნიშნა ნიკოლას ბერლინერმა.

კულინარიის კურსს ცნობილი მზარეული მანუელი უძღვებოდა, რომელმაც მსჯავრდებულებს სხვადასხვა კერძის მომზადება, სამზარეულოში მუშაობის უნარ-ჩვევები და სპეციფიკა შეასწავლა. კურსის სრულყოფილად და ეფექტიანად განხორციელების მიზნით, სწავლების პროცესი N16 პენიტენციურ დაწესებულებაში მოწყობილ სპეციალური სივრცეში მიმდინარეობდა, რომელიც აშშ-ს საელჩოსა და INL-ის მხარდაჭერით, სამზარეულოს უახლესი ინვენტარით და ტექნიკითაა აღჭურვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42