ეროვნულმა სკრინინგ ცენტრმა მუშაობა განაახლა
საზოგადოება - 16:06, 03 Feb, 2017     3158

ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის „დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამის ფარგლებში, თბილისის მერიის ა(ა)იპ ეროვნულ სკრინინგ ცენტრში, გამოკვლევების ჩატარების პროცესი განახლდა.

პროგრამის ფარგლებში, თბილისში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეებისთვის სკრინინგული გამოკვლევები სრულად ფინანსდება. კიბოს სკრინინგის კომპონენტში პროგრამა მოიცავს ძუძუს, საშვილოსნოს ყელისა და პროსტატის კიბოს სკრინინგს და მისი მიზანია კიბოს ადრეული გამოვლენის მაჩვენებლის გაზრდის გზით, კიბოთი გამოწვეული ავადობისა და სიკვდილიანობის შემცირება;

პროგრამის ფარგლებში, მოქალაქეებს უფასოდ შეუძლიათ ჩაიტარონ:

ძუძუს გამოკვლევები 40-დან 70 წლის ჩათვლით ასაკის ქალებისთვის. სკრინინგი ითვალისწინებს მამოგრაფიულ გამოკვლევას, პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში კი, ძუძუს ექოსკოპიასა და მამოლოგის მიერ გასინჯვას, საჭიროების შემთხვევაში, ბიოფსიური მასალის აღებას და ციტოლოგიურ კვლევას. თბილისში რეგისტრირებული პირი, რომელსაც ჩატარებული აქვს მამოგრაფია და პათოლოგიური მდგომარეობა არ აღმოაჩნდა, დაბარებული იქნება მხოლოდ განმეორებით ვიზიტზე. ძუძუს კიბოს სკრინინგი ტარდება ორ წელიწადში ერთხელ;

საშვილოსნოს ყელის გამოკვლევები 25-დან 60 წლის ჩათვლით ქალებისთვის. სკრინინგი ითვალისწინებს გინეკოლოგის კონსულტაციას და პაპ–ტესტს, პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში კოლპოსკოპიას და მორფოლოგიური კვლევისთვის ბიოფსიური მასალის აღებას. თბილისში რეგისტრირებული პირი, რომელსაც ჩატარებული აქვს პაპ-ტესტი/გინეკოლოგის გასინჯვა და შედეგად არ აღმოაჩნდა პათოლოგიური მდგომარეობა, დაბარებული იქნება მხოლოდ განმეორებით ვიზიტზე. საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი ტარდება სამ წელიწადში ერთხელ;

პროსტატის გამოკვლევა 50-დან 70 წლის ჩათვლით მამაკაცებისთვის. სკრინინგი ითვალისწინებს სისხლში პროსტატის კიბოს ანტიგენის (PSA) გამოკვლევას. ექიმი, კვლევის შემდეგ, სამედიცინო საჭიროებიდან გამომდინარე განსაზღვრავს შემდგომი ვიზიტების სქემას. პროსტატის კიბოს სკრინინგი ტარდება წელიწადში ერთხელ;

სკოლიოზის გამოკვლევა - 10–დან 18 წლის ჩათვლით პირებში;

ბრტყელტერფიანობის სკრინინგი - 4–დან 15 წლის ჩათვლით პირებში.

პროგრამაში ჩართვის მსურველებმა, ეროვნულ სკრინინგ ცენტრში გამოკვლევების ჩასატარებლად უნდა დარეკონ ტელეფონის ნომერზე 220 35 35.

თბილისის მერიის „დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამაში ცვლილებების შედეგად, ეროვნული სკრინინგ ცენტრის გარდა, პროგრამის განხორციელებაში ეტაპობრივად ჩაერთვებიან სხვა მიმწოდებელი კლინიკები, რომლებიც თბილისის მასშტაბით, ასევე, განახორციელებენ მოქალაქეთა უფასო სკრინინგს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42