მუხურაში თოვლის საფარმა 5 მეტრს გადააჭარბა - გამგებელმა კი ტრაქტორი დაკარგა
საზოგადოება - 14:18, 03 Feb, 2017     21185
ტყიბულის რაიონის სოფელ მუხურაში კვლავ დიდთოვლობაა. ტყიბულის მუნიციპალიტეტიდან მიღებული ინფორმაციით, მუხურა -ტყიბულის საავტომობილო გზა წლების განმავლობაში, ზამთრის მკაცრი კლიმატური პირობების გამო, 3-დან 5 თვის განმავლობაში ჩაკეტილი იყო, წელს კი ადგილობრივები თერჯოლის მუნიციპალიტეტიდან შემოვლითი გზით სარგებლობენ. ეს ალტერნატიული გზა რამდენიმე ათეული წელი არ ფუნქციონირებდა. მისი რეაბილიტაცია გასულ წელს განხორციელდა, რაც დიდთოვლობის პერიოდში მოსახლეობას რაიონულ ცენტრებთან დაკავშირების შესაძლებლობას აძლევს.

ამჟამად თოვლის საფარმა სოფელ მუხურაში 2 მეტრს მიაღწია, ხოლო მუხურის მთაზე 5 მეტრს გადააჭარბა. სოფელში მედიკამენტებისა და საკვები პროდუქტების დეფიციტი არ არის.

პრობლემას ის ემატება, რომ მუხურა გამგებელმა ტრაქტორი დაკარგა. ზაზა ყვავაძემ ის ერთადერთი ტრაქტორი უნდა მოძებნოს, რომელიც თოვლში დაიკარა და რომელის რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, სოფელში გზის გაწმენდის ერთადერთი საშუალებაა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მუხურას გამგებელი და სხვა სამსახურების წარმომადგენლები, ტრაქტორით გზების გაწმენდას ერთი კვირის წინ შეეცადნენ. შეღამებისას ტრაქტორში საწვავი გამოილია და ის გზაზევე დატოვეს. ტრაქტორს ვერავინ მიაკვლია, რადგან მძიმე ტექნიკა ნამქერისაგან ამ დრომდე მთლიანად დაფარულია.

როდის შეძლებს ადგილობრივი თვითმმართველობა როგორც ცენტრთან დამაკავშირებელი, ისე სოფლის შიდა გზების გაწმენდას, უცნობია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42