"ნიუპოსტი" თემასთან დაკავშირებით, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" გენერალური დირექტორის კომენტარით დაინტერესდა თუმცა ვასილ მაღლაფერიძე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
რაც შეეხება „რეალური სივრცის“ წამყვანს ნინო ზაუტაშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ ის ელოდება გენერალური დირექტორის განცხადებას.
"მე ამ ყველაფრის მოსმენა გენერალური დირექტორისგან მაინტერესებს, მისი კონსულტანტის ია ანთაძის პირიდან. მე ორშაბათს ველოდები მათ განცხადებას, მათ მოსაზრებას და ხედვას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" მომავალი განვითარების შესახებ ამიტომ მე ვერაფერს ვერ დავადასტურებ, სანამ ამას საკუთარი ყურით არ მოვისმენ. მეც თქვენსავით ველოდები ორშაბათ დღეს, როცა გადაწყვეტილება იქნება მიღებული და ჩემთვის საბოლოოდ გახდება ცნობილი რას ვაკეთებ მომავალში "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" ან საერთოდ ვაკეთებ თუ არა"- აღნიშნა "ნიუპოსტთან" ნინო ზაუტაშვილმა.
არსებული ინფორმაციით, 6 თებერვალს ვასილ მაღლაფერიძე მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ტელევიზიის მომავალთან დაკავშირებით ხედვას წარუდგენს და სწორედ ამ შეხვედრაზე გაახმაურებს გენერალური დირექტორი ინფორმაციას გადაცემების შეჩერების შესახებ.
მასალის გამოყენების პირობები






