დედაქალაქის მასშტაბით 180 000 ხე-მცენარე დაირგო - თბილისის მერი
საზოგადოება - 11:44, 03 Feb, 2017     1246
დედაქალაქის მერმა, 2016 წელს, გამწვანების კუთხით თბილისში ჩატარებული ღონისძიებები შეაჯამა და განაცხადა, რომ გამწვანება იყო და არის დედაქალაქის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. დავით ნარმანიას თქმით, გასულ წელს, დედაქალაქის მასშტაბით, 180 000 ხე-მცენარე დაირგო, თბილისსა და მის შემოგარენში კი პირველად დაიწყო ნუშისა და ზეთისხილის ბაღების გაშენება. გარდა ამისა, ნარმანიას თქმით, მოსახლეობის თხოვნის გათვალისწინებით, დიდი რაოდენობით ხე-მცენარე დაირგო გამგეობების მიერ შერჩეულ ტერიტორიებზეც.

„2014 წლიდან დღემდე, ჯამში 650 000-მდე ხე-მცენარეა დარგული და ამ მიმართულებით, მიმდინარე წელსაც საკმაოდ მასშტაბურ ღონისძიებებს განვახორციელებთ. აღსანიშნავია, რომ 2016 წლის განმავლობაში, მოეწყო 30 ახალი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 249 სკვერს. მათ შორისაა იაპონური ბაღი, რომელიც იაპონური ხელოვნების თვალსაჩინო ნიმუში გახლავთ. გავამწვანეთ და კეთილმოვაწყვეთ თამარაშვილის ქუჩის გზაგამყოფი ხეივანი.

მნიშვნელოვანი გამწვანებითი ღონისძიებები ჩატარდა ე.წ. „ახალ გზაზეც“, სადაც მიუხედავად ათასგვარი წინასწარი ვერსიისა, ნერგების უმრავლესობამ გაიხარა, ხოლო გამხმარი ნაწილი კონტრაქტორი კომპანიის მიერ ახლით ჩანაცვლდა. ასევე გავაკეთეთ საფეხმავლო ბილიკი ლისის ტბის ირგვლივ“,- განაცხადა თბილისის მერმა.

დავით ნარმანიას თქმით, ქალაქში არსებული მოსასვენებელი სივრცეების კეთილმოწყობის და ახალი მწვანე სივრცეების შექმნის პროცესი 2017 წელსაც გაგრძელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42