პროექტ „ახალი ტფილისის“ მეორე ეტაპი იწყება
საზოგადოება - 11:27, 03 Feb, 2017     4600
„2016 წელს ჩვენ განვახორციელეთ ისეთი მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიც „ახალი ტფილისია“, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ სასტუმრო „რადისონში“ გამართულ 2016 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე განაცხადა.

თბილისის მერის თქმით, პროექტის პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულდა და დავით აღმაშენებლის გამზირზე პირვანდელი სახით აღდგა 51 ისტორიული შენობა, მათ შორის 41 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ავთენტური იერსახით შენარჩუნდა შენობების ფასადები და ისტორიული ორნამენტები, სრული რესტავრაცია ჩაუტარდა ძველებურ აივნებს, კარებს და ჭიშკრებს, ისტორიულ სადარბაზოებს. გამზირზე მთლიანად შეიცვალა საკომუნიკაციო სისტემა, კეთილმოეწყო სავალი გზა.

აღმაშენებლის გამზირის გარდა რეაბილიტაცია ჩაუტარდა ღვინის აღმართზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, არაერთ სახლს ქვემო კალაუბანში, შენობებს - ყავლაშვილის ქ. N9-ში, კოსტა ხეთაგუროვის N7 -ში, უზნაძის ქ. N4 -ში.

რეაბილიტაცია დაიწყო ლადო გუდიაშვილის მოედანსა და მის მიმდებარე არეალზე, ნარიყალას ისტორიულ ციხე-სიმაგრეზე, შალვა დადიანის ქუჩა N34-32 -ში არსებულ უძველეს ისტორიულ სახლებზე.

„2017 წელს ჩვენ ვიწყებთ პროექტ „ახალი ტფილისის“ მეორე ეტაპს, რომელიც ორბელიანის მოედნისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაციას მოიცავს.

პროექტ „ახალი ტფილისის“ მიზანია თბილისის მდიდარი ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის განახლების და გამოყენების ხელშეწყობის გზით, ეკონომიკის სტიმულირება და განვითარება. უფრო კონკრეტულად, პროექტი უზრუნველყოფს მტკვრის ორივე სანაპიროზე დიდი ტურისტული მარშრუტის შექმნა-განვითარებას და მისი მიმზიდველობის ამაღლებას როგორც ადგილობრივი, ისე დინამიურად მზარდი უცხოური ტურისტული ნაკადებისთვის. ქვეყნის და განსაკუთრებით დედაქალაქის მიმართ ბოლო წლებში გაზრდილი ინტერესი, წარმოადგენს საფუძველს, რომ უახლოეს მომავალში ქალაქმა შეძლოს მზარდი შემოსავლების მიღება და სამომავლოდ, ამ დინამიკის ზრდის ხელშეწყობა, რაც თბილისის ეკონომიკის შეუქცევადი განვითარების და მისი მდგრადობის ამაღლების წინაპირობაა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42