„იმედია, ქურდი და ყაჩაღი კი არ იქნება უცხოური მედიის ყურადღების ცენტრში, არამედ კეთილშობილი ინტელიგენტი“
საზოგადოება - 10:45, 03 Feb, 2017     2845
„გამგზავრებამდე და იქ ყოფნის დროსაც ნუ დაგვავიწყდება რომ ჩვენ სულხან საბას ქვეყნიდან ვართ,“ - წერს ჟურნალისტი და ხელოვნებათმცოდნე კახი ლაზარიშვილი ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით და ევროპაში გამგზავრების მსურველებს შემდეგ მესიჯს უგზავნის.

კახი ლაზარიშვილი: "საქართველოს მოქალაქეები, მთავრობისგან განსხვავებით, იმსახურებენ ევროპაში უვიზო მიმოსვლას" - განაცხადა იაცეკ სარიუშ-ვოლსკიმ. მე, ძალიან გამიხარდება, თუ ევროპასთან ურთიერთობის გამარტივება ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნების დამეგობრებას ისე, რომ ევროპაში ჩასული საქართველოს მოქალაქე ევროპელისთვის მისაბაძი იყოს და არა საშიში კრიმინალი, რომელიც იქ მარკეტებში ქურდობითა და ბინების ძარცვით ირჩენს თავს.
ამ ამბით ბევრი გახარებული და აღტკინებული ადამიანის კომენტარი წავიკითხე, რომელთა უმრავლესობასაც ევროპაში უვიზოდ მიმოსვლა ალბათ იმიტომ კი არ გაუხარდა, რომ იქ ჩავიდეს და ეზიაროს ევროპულ კულტურას, არამედ იმის იმედი გაუჩნდათ, რომ გაექცნენ დღევანდელ რეალობას და თავი დააღწიონ დუხჭირ ცხოვრებას იმ მიზნით, რომ იქ დასაქმდებიან...
ერთი სიტყვით, ევროპა მზადაა მასპინძლობისთვის, კარი გაგვიღო და გველოდება ... მაგრამ იქ, არავის სჭირდება თბილი, მაგრამ მოსაწყენი ერთფეროვნების ქვეყნიდან გაქცეული თავშესაფარ მაძიებელი, დაბეჩავებული, წელში მოხრილი, მშიერი და გაუბედურებული ადამიანი...
ევროპა ელოდება სწავლას მოწყურებულ ახალგაზრდებს, ნიჭიერ ხელოვანებს, რომლებსაც ფართე ასპარეზს მისცემს, თვითონაც ისარგებლებს, მაგრამ ჩვენც დაგვეხმარება ქართული ნიჭის ინტეგრირებაში დასავლეთში, ელოდება საქართველოს ყველა იმ მოქალაქეს, ვინც ტურისტის სტატუსით ეწვევა ცივილიზებულ, კანონმორჩილ, მოწესრიგებულ, კულტურულ, დემოკრატიულ სახელმწიფოებს, რომ ეზიარონ დასავლურ კულტურას, ნახონ, დაათვალიეროს მუზეუმები, საგამოფენო დარბაზები, თვალი შეავლონ კულტურულ-არქიტექტურულ ძეგლებს, ესტუმრონ თეატრებს და სხვა...
გამგზავრებამდე და იქ ყოფნის დროსაც ნუ დაგვავიწყდება რომ ჩვენ სულხან საბას ქვეყნიდან ვართ, რომელიც ევროპულ ოჯახთან დაახლოებას (ვინმეს რომ არ ეწყინოს კარგი ბატონო ვიტყვი, რომ დაბრუნებას) საუკუნეების წინ ცდილობდა მოესინჯა ნიადაგი დასავლეთ ევროპასთან პოლიტიკური კავშირისათვის და ამ მიზნით ეწვია იგი საფრანგეთის მეფეს ლუი XIV-ს და რომის პაპს კლიმენტი XI-ს.
სამწუხაროა მაგრამ რეალობაა, რომ ჩვენ საერთაშორისო მნიშვნელობის მუსიკოსები, მხატვრები, სპორტსმენები, ტექნიკური თუ ჰუმანიტარული დარგის მოღვაწეები უფრო ნაკლები გვყოლია, ვიდრე საერთაშორისო მნიშვნელობის ქურდები- რომლთა ევროპულ “მოღვაწეობაზე“ მსოფლიოს წამყვანი ტელევიზიები უკვე ხშირად გადმოსცემენ, თუ სად რა მოიპარეს, ვინ მოკლეს ვინ გაძარცვეს დააყაჩაღეს....
ჰოდა იმედია ამის შემდეგ ქურდი და ყაჩაღი კი არ იქნება უცხოური მედიის ყურადღების ცენტრში, არამედ კეთილშობილი ინტელიგენტი. ყველამ ერთად ვისურვოთ, რომ აღიარებულ ქართველი ხელოვნებისა და მეცნიერების მოღვაწეებთან ერთად, საქართველოდან ჩასული ტურისტების მაღალ ზნეობრიობაზე, შეგნებასა და კულტურულ თვისებებზე ისაუბრონ ევროპელებმა... ვისურვოთ, რომ აქედან ჩასული ბოლოკისა და სიგარეტის ქურდებმა იკლოს და ევროპის ქუჩებში ღირსეული, განათლებული კულტურული, ჩვენი ქვეყნის ისტორიითა და ტრადიციებით ამაყი ადამიანები გამოჩდნენ“....





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42