თსუ-ს კურსდამთავრებული Google-ში დასაქმდა
საზოგადოება - 16:14, 02 Feb, 2017     34066
24 წლის გიორგი მეგრელი თსუ მაგისტრატურის კურსდამთავრებულია. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი გასულ წელს დაამთავრა და ძალიან მალე კომპანია Google-ში დაიწყო მუშაობა.
გიორგიმ გასაუბრებიდან საბოლოო პასუხამდე დიდი და რთული გზა გაიარა. Google-ს რეკრუტერთან რვა 45 წუთიანი გასაუბრების, ტექნიკური კითხვებისა და პროგრამული კოდების წერის შემდეგ, დაახლოებით ათ დღეში კომპანიიდან დადებითი პასუხი მიიღო.
არაერთი გამოკითხვის მიხედვით,მსოფლიოს თითქმის ყველა კუთხეში კომპანია Google ერთ-ერთი სასურველი და საოცნებო სამუშაო ადგილია. დღეს თსუ კურსდამთავრებული Google-ს ლონდონის ოფისში მუშაობს.
გიორგი მეგრელი მოგიყვებათ იმ გამოცდილების შესახებ,რომელიც მან დამოუკიდებლად, საკუთარ თავზე მუშაობით და თსუ-ში ჯერ ბაკალავრიატზე, შემდეგ კი მაგისტრატურაზე სწავლის დროს დააგროვა.
"თსუ-ში ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკულტეტის ბაკალავრიატი და მაგისტრატურა დავამთავრე. თსუ-მდე ვსწავლობდი ილია ვეკუას სახელობის 42-ე ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში, სადაც ძალიან კარგი მასწავლებლები მყავდნენ, მათ შემაყვარეს ტექნიკური საგნები. განსაკუთრებით დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კოტე კუპატაძეს, რომელიც მათემატიკას მასწავლიდა, ლეილა ნარინდოშვილს ჩემს ფიზიკის მასწავლებელს და დამრიგებელს სალომე პატარაშვილს. სკოლის პარალელურად დავდიოდი IT ცენტრ „მზიურში“, სადაც ვსწავლობდი პროგრამირებას. მადლობელი ვარ ჩემი მასწავლებელის გურამ ქოთოლაშვილის და ზოგადად მთლიანი „მზიურის“.
შემდეგ იყო თსუ, ბაკლავრიატში სწავლის განმავლობაში გავიცანი და დავუმეგრობდი რამდენიმე პროფესორს, ვისწავლე ძალიან ბევრი ახალი რამ, სხვა რაკურსით დავინახე ის, რაც აქამდე ვიცოდი და ყველაზე მნიშვნელოვანი _ აკადემიურ კულტურას გავეცანი. შემდეგ ჩავაბარე მაგისტრატურაზე და ბატონი კობა გელაშვილის ხელმძღვანელობით წარმატებით დავამუშავეთ ერთი საკმაოდ საინტერესო თემა. უნივერსიტეტმა ძალიან ბევრი რამ მომცა, ძირითადად მასწავლა ჩემი სფეროს აკადემიური ნაწილი, რომელზე ლაპარაკიც ძალიან ჩამთრევია და შორს წაგვიყვანს. მაგრამ უნდა ვთქვა რომ დამოუკიდებელი მეცადინეობის გარეშე ძალიან გამიჭირდებოდა, პრაქტიკაში საქმე ცოტა სხვაგვარადაა. დამოუკიდებლად გავარჩიე ის ტექნოლოგები, რომელზეც ვმუშაობდი ან მაინტერესებდა. უნივერსიტეტმა კი მასწავლა თუ, როგორ მესწავლა და გამერჩია სიახლეები.
ტექნოლოგიების განვითარების დროზე დამოკიდებულების გრაფიკს რომ შეხედოთ, ნახავთ, რომ რაც მეტი დრო გადის, ტექნოლოგიები მით უფრო სწრაფად ვითარდება. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია, რომ ამ საქმეში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ავყვეთ ამ ტემპს, თუ გვინდა რომ კონკურენტუნარიანები ვიყოთ.
ძალიან კარგი შეგრძნებაა, როცა ნახულობ, რომ შენს შექმნილ პროდუქტს ხალხი იყენებს და ბედნიერია; რა თქმა უნდა Google-ში მუშაობის დროს უფრო დიდ მასშტაბებზეა საუბარი. მაგრამ პირველად როცა ეს გავაცნობიერე, „თეგეტა მოტორსში“ ვმუშაობდი. ჩემს ერთ-ერთ პროგრამას ხალხი წარმატებით იყენებდა, ვიცოდი რომ ძალიან დიდი საქმის კეთება შეუმსუბუქდათ, გამიხარდა და ალბათ ეს არის, რასაც ნებისმიერი კეთილსინდისიერი IT ინდ. მეწარმე თუ კომპანია უნდა ემსახურებოდეს _ შეუმსუბუქოს ადამიანებს ცხოვრება.
ძალიან ბევრი სამაგალითო მეგობარი მყავს, ისინი ჩემზე ბევრად ჭკვიანები და წარმატებულები არიან და დიდ მაგალითს ვიღებ მათგან. Google-ში მუშაობამდე დიდი და რთული გზა გავიარე. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ჩემმა მეგობარმა გიორგი ფეიქრიშვილმა, რომელიც ჩემთან ერთად გადიოდა გასაუბრებას, გამიწია რეკომენდაცია, შემდეგ დამიკავშირდა რეკრუტერი და დაიწყო გასაუბრების პროცესი, რომელიც საკმაოდ სტრესული იყო. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მაშინ ესტონეთში ვმუშაობდი და პარალელურად სამაგისტრო ნაშრომს ვწერდი. ვცდილობდი, რომ დღეში 2-3 საათი გასაუბრებისთვის მემეცადინა. გვერდით მედგა ჩემი მეგობარი ნიკოლოზ გაბისონია, რომელიც Gოოგლე-ში მუშაობდა და უკვე ჰქონდა გავლილი ეს პროცესი.
თვითონ გასაუბრებების პროცესი იმდენად რთული არ იყო ჩემთვის, რამდენადაც სტრესული, რადგან ასეთ დიდ კომპანიასთან პირველად მქონდა გასაუბრება და არ ვიყავი გამოცდილი. მქონდა 8 ტექნიკური გასაუბრება, თითო დაახლოებით 45 წუთიანი. ისინი მოიცავდა ტექნიკურ კითხვებს და დაფაზე ან google docs-ში პროგრამული კოდის წერას. ბოლო გასაუბრების შემდეგ, დაახლოებით 10 დღეში უკვე გავიგე, რომ ამიყვანეს. ძალიან გამიხარდა და თავდაჯერებულობაც მომემატა. სტუდენტებს და აბიტურიენტებს ვურჩევდი, რომ საკუთარ თავზე იმუშაონ. უნივერსიტეტში უდაოდ ბევრ რამეს ისწავლიან, მაგრამ საკუთარ თავზე მუშაობის გარეშე ძალიან რთულია.
ამჟამად ლონდონში ვარ, ჩემს უმშვენიერეს მეუღლესთან, ანა ხულელიძესთან ერთად, რომელიც გვერდით მედგა მთელი ეს პერიოდი და რომლის თანადგომისა და ხელშეწყობის გარეშეც ძალიან გამიჭირდებოდა აქ მოხვედრა. ვმუშაობ ერთ-ერთ პროექტზე. სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, მინიმუმ კიდევ ერთი წელი ამ ქვეყანაში ვაპირებ გაჩერებას, შემდეგ კი ვნახოთ, შეიძლება რომელიმე სხვა ქვეყნის ოფისში გადავიდე სამუშაოდ. კომპანია Google-ს შეცვლას არ ვაპირებ, აქ ყველაფერი მომწონს, ატმოსფერო, კულტურა, თანამშრომლები..." _ ასე იხსენებს წარმატების გზას გიორგი.
წყარო online.tsu.edu.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42