ბორჯღალოსნების ახალი კვართისა და რაგბის პირველი ონლაინმაღაზიის პრეზენტაცია გაიმართა
საზოგადოება - 12:19, 02 Feb, 2017     1083
1 თებერვლიდან ბორჯღალოსნებს, უმცროს ბორჯღალოსნებს, 7-კაცასა და 7-ქალას რაგბის სამყაროში ყველაზე გამორჩეული, სპორტული ეკიპირების მწარმოებელი ბრენდი - „ქენთებრი“ (Canterbury) შემოსავს.

ახალი კვართის პრეზენტაციის ღონისძიებაზე, ხელშეკრულება გაფორმდა საქართველოს რაგბის კავშირსა და „ქენთებრის“ შორის. ახალი კვართები ბორჯღალოსნებმა: მამუკა გორგოძემ და დავით კაჭარავამ წარმოადგინეს.

ბორჯღალოსნების ახალი კვართი „ქენთებრის“ უახლესი ტექნოლოგიითაა დამზადებული. კვართზე გამოსახულია ქართული რაგბის სიმბოლო - ბორჯღალი, მწარმოებლისა და საქართველოს რაგბის კავშირის გენერალური სპონსორის, თიბისი ბანკის ლოგოები. კვართის ზურგზე ტრადიციულად გამოსახულია ვაზი.

„ჩვენი ბრენდი ძველთაგანვე ოვალურ ბურთთანაა ასოცირებული. ამდენად, ჩვენთვის დიდი პატივია, რაგბის სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე მზარდ ძალასთან დამეგობრება. იმედია, უკეთესი აღჭურვილობა ქართული რაგბის წინსვლას შეუწყობს ხელს, “ - განაცხადა „ქენთებრის“ სტრატეგიული პარტნიორების მენეჯერმა, დომინიკ მაქართიმ.

რაგბის სამყაროში, კონკრეტული გუნდის იდენტიფიცირებისას, კვართის ფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. სწორედ ამიტომ საქართველოს რაგბის კავშირმა და „ქენთებრიმ“ იმუშავეს იმაზე, რომ შექმნილიყო სხვა ქვეყნებისგან საქართველოს განმასხვავებელი ისეთი ფერი, რომელიც ამავე დროს იქნებოდა ქვეყნის ტრადიციებთან ახლოს. შედეგად შეიქმნა სრულიად განსხვავებული და ახალი - “ღვინის ფერი”.

“საქართველოს რაგბის კავშირი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქართული რაგბის იდენტობის განმსაზღვრელ კომპონენტებს. ასეთ ელემენტებად უკვე დამკვიდრდა ბორჯღალი და ვაზის ლერწი. რაც შეეხება ფერებს, ჩვენი ნაკრები აქამდე ასპარეზობდა შინდისფერი, წითელი, შავი და თეთრი კვართებით. დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ფერი ორგანულად იქნება აღქმული ქომაგების მიერ და მომავალში ღვინისფერი ასოცირებული გახდება ახალ წარმატებებთან“, - განაცხადა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, გოჩა სვანიძემ.

აღსანიშნავია, რომ მეორე, ალტერნატიულ ფორმად ბრუნდება თეთრი კვართი.

დღეიდან, გულშემატკივრები ახალი კვართების, საქომაგო და ყოველდღიური აქსესუარების შეძენას ნებისმიერ დროს, ონლაინ რეჟიმში შეძლებენ, ვებგვერდზე www.rugbystore.ge

ინტერნეტმაღაზია რაგბის გენერალური სპონსორის, თიბისი ბანკის მხარდაჭერით შეიქმნა. ზემოთ აღნიშნული აქსესუარების გარდა, მაღაზიაში ქომაგები ქართველ დიზაინერების მიერ შექმნილ ექსკლუზიურ, “სარაგბო” კოლექციასაც შეიძენენ, მათ შორის: მაისურებს, მორაგბეთა ავტოგრაფებიან ბურთებს და სხვა.

„რაგბის ონლაინმაღაზია რაგბის კავშირთან პარტნიორობით შეიქმნა და ის პირველი ონლაინ-მაღაზიაა, რომელიც მთლიანად რაგბს ეთმობა. აქ ყველასთვის მოიძებნება საინტერესო პროდუქცია, მათ შორის, ყველაზე პატარებისთვისაც. იქნება ექსკლუზიური კოლექციებიც, რომლებსაც სპეციალურად რაგბის ონლაინმაღაზიისთვის შექმნიან ქართველი დიზაინერები.

თიბისი ბანკი დაახლოებით ერთი წელია, რაც რაგბის კავშირთან თანამშრომლობს და მოხარული ვართ, რომ ეს პარტნიორობა ჩვენი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ფუნდამენტური მიმართულება გახდა. რაგბი ჩვენი თამაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მეგობრობის შედეგად სამომავლოდ კიდევ უფრო მეტ საინტერესო სიახლეს შევთავაზებთ საზოგადოებას“ , - განაცხადა „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნიკა ქურდიანმა.

ახალი ფორმით ბორჯღალოსნები პირველად 2017 წლის „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ სტარტზე, 11 თებერვალს, ბელგიაში ითამაშებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42