რა უნდა იყოს მითითებული ყველის ეტიკეტზე - სურსათის ეროვნულ სააგენტოში სავალდებულო მოთხოვნები განიხილეს
საზოგადოება - 11:00, 02 Feb, 2017     3020
სურსათის ეროვნულ სააგენტოში მსხვილი სუპერმარკეტების წარმომადგენლებს რძის, რძის ნაწარმისა და რძის შემცველი პროდუქტების ეტიკეტირებისა და რეალიზაციის სავალდებულო მოთხოვნები გააცნეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ყველზე, რომელიც ყველაზე ფართოდ გამოყენებადი და, ამავე დროს, მაღალი რისკის შემცველი სურსათია.

„მნიშვნელოვანია, დაცული იყოს ყველა ის ნორმა, რასაც რძის ტექნიკური რეგლამენტი ითვალისწინებს. დაუშვებელია, „ყველის“ სახელწოდებით იყიდებოდეს პროდუქტი, რომელიც მცენარეულ ცხიმს შეიცავს. ამ საკითხს სააგენტო განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს და მკაცრად გააკონტროლებს ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაციის სისწორეს“, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ზურაბ ჩეკურაშვილმა.

სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებს დეტალურად გააცნეს ეტიკეტზე დასატანი ინფორმაცია, კერძოდ, ეტიკეტზე პროდუქტის დასახელებასთან ერთად მითითებული უნდა იყოს მწარმოებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები (დასახელება, მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი, საწარმოს აღიარების ნომერი), პროდუქციის შემადგენლობა, სტანდარტის ნომერი, დამზადების თარიღი, ვარგისიანობის ვადა, შენახვის პირობები, ენერგეტიკული ღირებულება 100 გრ პროდუქტში და მასა.

ეტიკეტირების წესის დარღვევისთვის ბიზნესოპერატორების მიმართ გატარდება კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები.

მომხმარებელთა ინტერესების და სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო ანალოგიურ შეხვედრებს რეგიონებშიც გამართავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42