ახალი კვართი, ახალი ფერი - ბორჯღალოსნებს Canterbury შემოსავს
სპორტი - 19:27, 01 Feb, 2017     5924

2017 წლის 1 თებერვლიდან ბორჯღალოსნებს, უმცროს ბორჯღალოსნებს, 7-კაცასა და 7-ქალას რაგბის სამყაროში ყველაზე გამორჩეული, სპორტული ეკიპირების მწარმოებელი ბრენდი - ქენთებრი (Canterbury) შემოსავს.

დღეს, ახალი კვართის პრეზენტაციის ღონისძიებაზე, ხელშეკრულება გაფორმდა საქართველოს რაგბის კავშირსა და ‘ქენთებრის’ შორის. ახალი კვართები ბორჯღალოსნებმა: მამუკა გორგოძემ და დავით კაჭარავამ წარმოადგინეს.

ახალი კვართი, ახალი ფერი

ბორჯღალოსნების ახალი კვართი „ქენთებრის“ უახლესი ტექნოლოგიითაა დამზადებული. კვართზე გამოსახულია ქართული რაგბის სიმბოლო - ბორჯღალი, მწარმოებლისა და საქართველოს რაგბის კავშირის გენერალური სპონსორის, „თიბისი ბანკის“ სამარკო ნიშნები. კვართის ზურგზე ტრადიციულად გამოსახულია ვაზი.

„ქენთებრის“ სტრატეგიული პარტნიორების მენეჯერმა, დომინიკ მაქართიმ განაცხადა: „ჩვენი ბრენდი ძველთაგანვე ოვალურ ბურთთანაა ასოცირებული. ამდენად, ჩვენთვის დიდი პატივია, რაგბის სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე მზარდ ძალასთან დამეგობრება. იმედია, უკეთესი აღჭურვილობა ქართული რაგბის წინსვლას შეუწყობს ხელს“

ღვინო ჩვენი ფერია!

რაგბის სამყაროში, კონკრეტული გუნდის იდენტიფიცირებისას, კვართის ფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. სწორედ ამიტომ საქართველოს რაგბის კავშირმა და ‘ქენთებრიმ’ ვიმუშავეთ იმაზე, რომ შეგვექმნა სხვა ქვეყნებისგან საქართველოს განმასხვავებელი ისეთი ფერი, რომელიც იქნებოდა ქვეყნის ტრადიციებთან ახლოს. შედეგად შეიქმნა სრულიად განსხვავებული და ახალი - “ღვინის ფერი”

“საქართველოს რაგბის კავშირი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქართული რაგბის იდენტობის განმსაზღვრელ კომპონენტებს. ასეთ ელემენტებად უკვე დამკვიდრდა ბორჯღალი და ვაზის ლერწი. რაც შეეხება ფერებს, ჩვენი ნაკრები აქამდე ასპარეზობდა შინდისფერი, წითელი, შავი და თეთრი კვართებით. დარწმუნებული ვარ, რომ ახალი ფერი ორგანულად იქნება აღქმული ქომაგების მიერ და მომავალში ღვინისფერი ასოცირებული გახდება ახალ წარმატებებთან“ - განაცხადა საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა, გოჩა სვანიძემ.

აღსანიშნავია, რომ მეორე, ალტერნატიულ ფორმად ბრუნდება თეთრი კვართი.

ახალი ფორმით ბორჯღალოსნები პირველად 2017 წლის „რაგბი ევროპის ჩემპიონატის“ სტარტზე, 11 თებერვალს, ბელგიაში ითამაშებენ.

ქართული რაგბის პირველი ოფიციალური ონლაინ-მაღაზია

დღევანდელ ღონისძიებაზე მოეწყო რაგბის კავშირის პირველი, ოფიციალური ონლაინ-მაღაზიის პრეზენტაციაც. გულშემატკივრები ახალი კვართების, საქომაგო და ყოველდღიური აქსესუარების შეძენას ნებისმიერ დროს, ონლაინ რეჟიმში შეძლებენ, ვებ-გვერდზე www.rugbystore.ge

ინტერნეტ-მაღაზია ჩვენი გენერალური სპონსორის, „თიბისი ბანკის“ მხარდაჭერით შეიქმნა. ზემოთ აღნიშნული აქსესუარების გარდა, მაღაზიაში ქომაგები ქართველ დიზაინერების მიერ შექმნილ ექსკლუზიურ, “სარაგბო” კოლექციასაც შეიძენენ, მათ შორის: მაისურებს, მორაგბეთა ავტოგრაფებიან ბურთებს და სხვა.

„ძალიან ღირშესანიშნავი დღეა. დღეს გაიმართა ბორჯღალოსნების ახალი კვართის, ასევე რაგბის პირველი ონლაინ-მაღაზიის პრეზენტაცია.

“რაგბის ონლაინ-მაღაზია რაგბის კავშირთან პარტნიორობით შეიქმნა და ის პირველი ონლაინ-მაღაზიაა, რომელიც მთლიანად რაგბს ეთმობა. აქ ყველასთვის მოიძებნება საინტერესო პროდუქცია, მათ შორის, ყველაზე პატარებისთვისაც. იქნება ექსკლუზიური კოლექციებიც, რომლებსაც სპეციალურად რაგბის ონალინ-მაღაზიისთვის შექმნიან ქართველი დიზაინერები.

“თიბისი ბანკი დაახლოებით ერთი წელია, რაც რაგბის კავშირთან თანამშრომლობს და მოხარული ვართ, რომ ეს პარტნიორობა ჩვენი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ფუნდამენტური მიმართულება გახდა. რაგბი ჩვენი თამაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მეგობრობის შედეგად სამომავლოდ კიდევ უფრო მეტ საინტერესო სიახლეს შევთავაზებთ საზოგადოებას“ , - განაცხადა „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, ნიკა ქურდიანმა

რაგბის საგულშემატკივრო აქსესუარების შეძენა ონლაინმაღაზიაში დღეიდან უკვე შესაძლებელია.


წყარო rugby.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42