როგორც "ნიუპოსტის" კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, მოშიმშილეები დღეს უბნის ექიმმა მოინახულა.
დევნილები აცხადებენ, რომ ზუგდიდში, დევნილთა ბინები კორუფციული გზით იყიდება. ისინი პარლამენტში სპეციალური საგამოძიებო ჯგუფის შექმნას მოითხოვენ.
უცვლელია დევნილების პოზიცია: მათი მოთხოვნაა მინისტრი სუბარი დაკავებული თანამდებობიდან გადადგეს და ხელახალმა კომისიამ გაანაწილოს ქულები.
როგორც "ნიუპოსტის" კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, დევნილები ბარამიას ქუჩაზე ახლად აშენებულ კორპუსებში ბინების მიღებას ითხოვენ.
მათი თქმით, ყოფილი საავადმყოფოს შენობაში განთავსებული პირობებია. ისინი აცხადებენ, რომ კვირაზე მეტია მათ სასმელი წყალი არ მიეწოდებათ, შენობაში ჩამსხვრეულია ფანჯრები, ჩანგრეულია იატაკი და ბზარები აქვს გაჩენილი კედლებს.
ამასთან დევნილები დახმარების შესაძლო მოხსნასაც აპროტესტებენ.
მასალის გამოყენების პირობები






