"18 წლის გოგოს შიმშილით გული წაუვიდა, ხელებში მაკვდებოდა, პურიც არ გვაქვს ორი დღეა"
საზოგადოება - 15:52, 01 Feb, 2017     51174
ოზურგეთში, ჟორჟოლიანი 23 ნომერში მცხოვრები ხათუნა ზუბაშვილი რამდენიმე წუთის წინ "გურიის მოამბის" რედაქციას სტუმრობდა.

ქალბატონი დახმარებას ითხოვს. თვალცრემლიანი გვეუბნება, რომ დღეს დილით მისი 18 წლის შვილს შიმშილით გული წაუვიდა და წაიქცა: "დამეხმარეთ, გთხოვთ. მშიერია 18 წლის ბავშვი, მწყურვალე, გული წაუვიდა შიმშილით ამ დილით და წამექცა. ორი დღე პურიც არ გვქონია. ახალი წელი არ იციან ჩემი ოჯახის წევრებმა საერთოდ, ტკბილეულსა და კანფეტზე ხომ ზედმეტია საუბარი. თავს მოვიკლავ, აღარ შემიძლია ამ ტანჯვის ყურება. გამწარებული ვარ. წლებია ასე ვიტანჯებით. ძვლივს მოვასულიერე ამ დილით ჩემი შვილი, ისე ცუდად გამიხდა. პატარა ბავშვისთვის კი ვახერხებთ ორი ლუკმის მიწოდებას, ჩემი შვილის სიკვდილი თვალით დავინახე. ან სამუშაო მომცენ, ან რამე. სამათხოვროდ ვარ ქცეული. 50 ლარით დამეხმარა მერის მოადგილე თქვენი წერილის მერე და 250 ლარი, ბავშვის ექიმთან წასაყვანად ერთჯერადი დახმარება მომცა მერიამ. დეპუტატია, აქ საკრებულოში, ნათია შარაშენიძე იმან შეიტანა საბუთები ჩემი ბავშვის ჯანდაცვის სამინისტროში და 4 ათასი ლარი ჯდება ოპერაცია და ველოდებით დაფინანსებას"-ამბობს ხათუნა.

"სარეცხი გორად გვიყრია, ვერ ვრეცხავთ იმიტომ, რომ მშივრები ვართ და ძალა არ გვაქვს ის ხელით ვრეცხოთ. რომელზე ვიფიქროთ, წაქცეულები ვასულიეროთ, საკვები ვეძებოთ, რა ვქნათ??? გვიშველეთ რამე. დაგვეხმარეთ ხალხო. შიმშილით გული მიგვდის. შენობების კედლებს მოვყევი თქვენამდე რომ არ წავქცეულიყავი. თუ ახლა ჩვენს სახლში ერთ ლუკმა რამეს იპოვით, ღმერთმა მომკლას. სიცხიანი მყავს დის შვილი, საწოლიდან ვერ ინძრევა. ან სამსახური მოგვცენ რომელიმეს, არ გვეზარება, ვიმუშავებთ. სოციალური დახმარება აქვს ჩემს დას. წინასწარ გამოიტანა 5 თვის, ბავშვს ასთმა აქვს და ქუთაისში გადაიყვანეს საავადმყოფოში. გაგუდული ჩაიყვანეს იქ. ძვლივს გადარჩა. ვიხოცებით, ცოცხლად ვიხოცებით.

"გაუსაძლის მდგომარეობაში არიან. არ შეიძლება ადამიანი იქ გაჩერდეს და ამას ყველაფერს გაუძლოს. რომ დაღამდება, გათენების შიში მაქვს, რა გავაკეთო, რა შევძლო ამათთვის. უმძიმესი ავადმყოფი ჰყავთ სახლში, მშივრები იხოცებიან. დაეხმარონ, მიიტანონ გულთან ახლოს ამათი გასაჭირი, ბავშვები არ დაეხოცონ შიმშილით"-აღნიშნა ოჯახის ახლობელმა.

„ჩემს დასთან ვართ შეკედლებულები, რომელსაც სახლი მეზობელმა დაუტოვა. მას ხუთი შვილი ჰყავს და მისი თავი გასჭირვებია, შეგვიფარა სამადლოდ. ის სახლიც მაისში უნდა დავცალოთ და მთლად ღია ცის ქვეშ ვრჩებით“-აცხადებს ხათუნა.

ხათუნა ზუბაშვილი, 47 წლისაა, ის ჯერ არც პენსიას იღებს და სოციალური დახმარებაც მოხსნილი აქვს.

4-სულიანი ოჯახის დიასახლისი უმძიმეს პირობებსა და ფინანსურ პრობლემებზე საუბრობს.

ზურაბიშვილებს არა აქვთ საკუთარი საცხოვრებელი სახლი და ისინი ახლა დის 6 სულიან ოჯახთან ერთად, დროებით მეზობლის სახლში ცხოვრობენ. მაისის თვეში ამ სახლის დაცლა მოუწევთ, რადგან მეპატრონე ოზურგეთში ბრუნდება.

დახმარების მსურველებს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ტელეფონის ნომერზე: 551 14 18 76 551 15 36 04

ავტორი: გურიის მოამბე





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42