"ორი დღე მაშველებს ვითხოვდით... გაიყინა ბიჭი და მოკვდა“ - ჩოხატაურის გამგებელი ბრალდებას უარყოფს
საზოგადოება - 14:21, 01 Feb, 2017     1333
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა სურებში მცხოვრებლები ადგილობრივი, 28 წლის ა. შათირიშვილის გარდაცვალებას, ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამაშველოს სამსახურის მხრიდან გამოჩენილ გულგრილობას აბრალებენ.

როგორც ისინი 'გურიის მოამბესთან" საუბარში აღნიშნავენ, ორი დღის განმავლობაში სამაშველო სამსახურიდან სამძებრო სამუშაოებში არავინ ჩართულა, მიუხედავად იმისა, რომ დახმარებისთვის მათ რამდენჯერმე მიმართეს.

არავინ ჩართულა დაკარგული ახალგაზრდას ძებნის პროცესში არც მუნიციპალური სამსახურებიდან: „მთელი სოფელი ფეხზე ვდგავართ. ადამიანი სასიკვდილოდ გაიმეტეს. გულგრილობამ და უყურადღებობამ ქნა ყველაფერი. ის სახლიდან შაბათს გავიდა, კვი. არავინ არაფრად არ ჩაგვაგდო. საერთოდ არ მოგვაქციეს ყურადღება. გამგეობიდან, ერთადერთი რაც გააკეთეს, ის იყო, რომ ჩაიწერეს დაკარგულის მონაცემები და მისამართი. ორი დღეს ჩვენი ძალებით ვკვალავდით საცალფეხო გზას მთაში, იქ ასვლა მოვახერხეთ სამშაბათს, რადგან დიდი თოვლი იყო. იქ რომ მივედით, ბიჭი უკვე გაყინული იყო. ზუსტად წინა ღამით არის გარდაცვლილი, საშინელი ყივნა იყო, თან ნაფეხურებზეც ეტყობა, რომ ის ორშაბათს საღამომდე ცოცხალი იყო. სამაშველო რომ დაგვხმარებოდა, ეს ტრაგედია არ მოხდებოდა. მთელი სოფელი გაგიჟებულია, უყურადღებობით, როგორ დაღუპეს ახალგაზრდა კაცი“ - განუცხადა „გურიის მოამბეს“ გარდაცვლილის ახლობელმა, იაშა შათირიშვილმა.

„სამტრედიის ვანში იყო გადასული სამძიმარზე. მთიდან გადავიდა, საცალფეხო ბილიკით. იქედან რომ ბრუნდებოდა, მეზობლის ბიჭისთვის დაურეკავს, ჩემებს უთხარი მოვდივარ და გზაზე შემომხვდნენო. მთაში ქარბუქი დაიწყო და ხილვადობა არ იყო, კარვამდე მოსულა. როდესაც ბიჭები წავიდნენ, იმ დღეს ძლიერი თოვის გამო ვერ გააღწიეს ბიკლიკამდე, მესამე დღეს კარავში ბუხართან ნახეს გარდაცვლილი. ასანთიც იქვე ეგდო, თუმცა სველი იყო და როგორც ჩანს ვერ აუკიდა ცეცხლს. ბიჭებმა ფიცარზე დაკრული ჩამოასვენეს მთიდან. ეს არის ტრაგედია, რომელიც ადამიანებს უყურადღებობის, გულგრილობის გამო შეიძლებ დაატყდეთ თავს“-აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

როგორც სამაშველო სამსახურში აცხადებენ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უწყებაში შეტყობინება არ შესულა და გამომდინარე აქედან, სამძებრო სამუშაოებში მაშველების ჩართვა ვერ მოხდებოდა.

რაც შეეხება ჩოხატაურის გამგებელს, ირაკლი კუჭავა აღნიშნავს, რომ მაშველები ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ დაკარგულს და სწორედ მაშველებმა შეძლეს მისი ნახვა მთაში: "ორი დღეა ვეძებდით ახალგაზრას, რომელიც შუა სურებში ცხოვრობდა. ის სტუმრად იმყოფებოდა მეზობელ სოფელში, რომელიც ვანის ტერიტორიაზეა. მთიდან გადასულა და უკან რომ ბრუნდებოდა, როგორც ჩანს გზაში გაიყინა. ახლა მიმდინარეობს გადმოსვენების პროცესი. 15 კაციანი ჯგუფია წასული. ადგილობრივებიც არიან ჩართულები. იქ გზაც გაწმენდილია უკვე, ტრაქტორი მუშაობს. მწყემსების კარავია მთაში და იმის წინ იპოვეს თოვლში გაყინული"-აღნიშნა გამგებელმა.

შსს აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა სურებში მცხოვრები, 28 წლის ა. შათირიშვილი ვანის მუნიციპალიტეტის (სამტრედია) ტერიტორიაზე გაყინული გუშინ იპოვეს. მას ორი დღის განმავლობაში ეძებდა საკუთარი სოფლის მცხოვრებლები, რომლებმაც მესამე დღეს ის კარავში გაყინული იპოვეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42