,,ეს ძალიან მნიშვნელოვანი მარშრუტია, ემსახურება როგორც ჩვენს თანამოქალაქეებს, ასევე, ტურისტებს. მალე, დედაქალაქის ვიზიტორები, აეროპორტის ტერიტორიაზე, შეძლებენ „მეტრომანის“ ბარათების შეძენას, რომლის საშუალებითაც ისინი მგზავრობის საფასურს გადაიხდიან და ახალი მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობა მათთვის კიდევ უფრო კომფორტული გახდება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
N37-იდან გათავისუფლებული საშუალო ტევადობის „ბოგდანები“ სხვადასხვა მარშრუტებზე გადანაწილდება: N19, 50, 72 და 101 მარშრუტებს თითო ავტობუსი დაემატება.
შემდეგ ეტაპზე ახალი ავტობუსები N14 მარშრუტზე დაინიშნება, რომელიც დიდი დიღმიდან ბარათაშვილის ხიდამდე მოძრაობს.
როგორც ცნობილია, N51 და 61 მარშრუტებზე ჯამში 25 „მანის“ ავტობუსი დადის. ეკოლოგიური-CNG ძრავაზე მომუშავე, შშმ პირებზე ადაპტირებული და ევროსტანდარტების ახალი ავტობუსების მოწოდება მარტში დასრულდება. სულ თბილისი 143 „მანის“ ავტობუსს მიიღებს.

მასალის გამოყენების პირობები






