“როგორც ოფიციალური წყაროები იტყობინებიან ხანძარი წარმოიშვა შენობის უკანა მხარეს განთავსებულ ბაზრობაზე,შემდგომ იგი გადვიდა მის შიგნით და ხანძარმა უსწრაფესად მოიცვა უზარმაზარი ფართობი.გაჟღერდა მრავალი ვერსია, მათ შორის-თითქოს ხანძარი განზრახ,სპეციალურად გააჩინეს...ვინაიდან იგი ასე სწრაფად განვითარდა ე.ი. იყო მასზე ზემოქმედება და ა.შ.ნებისმიერი ვერსია რჩება ვერსიად და სხვა არაფრად თუ,იგი არ იქნება ობიექტური არგუმენტებით გაჯერებული.ობიექტურობა კი შემდეგშია:”ბავშვთა სამყაროში” ფუნქციონირებდა ორი ძვირფასი ლითონების ნაწარმის სავაჭრო ცენტრი(ე.წ. ოქროს ბირჟა),სადაც დაკავებული იყო 500-მდე მეწარმე სუბიექტი(ე.წ. დილერი) და 50-მდე ოქრომჭედელი.ნებისმიერი ოქრომჭედელი ოქროს დნობის პროცესის განსახორციელებლად იყენებს “ფუსფუსას”,რომელიც მოქმედებს ბენზინისა და ჰაერის ნარევით წარმოქმნილი ალის ნაკადით.აქედან გამომდინარე,ყველა ოქრომჭედელს სამუშაო ადგილზე უდევს 2-3 ლიტრი ბენზინი,ე.ი. საერთო მასშტაბით 100-150 ლიტრი ძლიერ აალებადი და ფეთქებადი ნივთიერება;გარდა ამისა,მუშაობის პროცესში ისინი მცირედ მოიხმარენ ორგანულ გამხსნელებს-ასევე ძლიერ აალებადი;შემდგომ ოქროს რაფინირებისათვის ე.წ. “ტრავკის” ოპერაციის განსახორციელებლად,როდესაც ჯართიდან იღებენ მაღალი სინჯის ოქროს,იყენებენ გაზის ბალონებს-კვლავ ფეთქებადი საშუალება;შენობის ზედა სართულზე თუ,არ ვცდები ავეჯის რესტავრაციაც ხორციელდებოდა,სადაც იყენებენ ლაკს და სხვა ორგანულ,ადვილად აალებად ნივთიერებებს.ოქრომჭედლები შენობაში შემდეგნაირად იყვნენ განლაგებულნი-ერთი მცირე ჯგუფი 0-სართულზე,შემდგომ 10-მდე მეწარმე 1-ლ სართოლზე უკანა მხარეს,30-კაცამდე განლაგებული იყო დიდი დარბაზის ზედა ნაწილში და მცირე ჯგუფი კიბის უჯრედის ფლიგელში.ე.ი. შენობის მთლიანი ფარტის პერიმეტრზე და ცენთრში ეწყო ბენზინი და სხვა ფეთქებადი ნივთიერებები. აი,ასეთ “ნაღმებით” გაჯერებულ შენობაში,ყოველგვარი უსაფრთხოების ნორმების დაცვით,განთავსებული ჰყავდათ 2000-მდე მეწარმე სუბიექტი.”
მასალის გამოყენების პირობები






