ჯოშ ბეითსონი "ქინდერის" რეკლამაში 2005 წელს გამოჩნდა და მისი შეუცვლელი სახე გახდა. ჯოში დღეს ლონდონში ცხოვრობს და სამოდელო საქმიანობით არის დაკავებული.
გიუნტერ იურინგერი კი კინდერის სახე 1973 წლიდან 2005 წლამდე იყო, სანამ მას ჯოში შეცვლიდა. "უფროსი ძმა" ახლა ახლა 52 წლისაა და ოპერატორად მუშაობს.
მას დაწერილი აქვს ავტობიუგრაფიული წიგნი "შოკოლადის ბიჭუნა".
როდესაც ანა ტერნერი სულ რაღაც 5 წლის იყო, მისმა მშობლემბა კომპანია "გერბერის" კონკურსში მისი ფოტო გააგზავნეს. კონკურში გოგონამ გაიმარჯვა და საბავშო საკვების ხაზის სახე გახდა.
რეიჩელ ჯორდანი Lego commercials-ის რეკლამაში 1981 წელს გადაიღეს. ის ახლა ექიმია.
ა.1972 წელს 3 წლის ჯონ გილქრისტი მარცვლეულის რეკლამაში გადაიღეს, რომელიც მომდევნო 12 წლის განმავლობაში უცვლელი სარეკლამო სახე იყო. დღეისთვის ჯონი 200-ზე მეტ სარეკლამო რგოლშია გადაღებული, თუმცა ის ყველას პატარა მაიკლად ახსოვს. ჯონი ახლა ნიუ იორკში ცხოვრობს და ერთ-ერთი სარეკლამო კომპანიის აღმასრულებელი დირექტორია.

მასალის გამოყენების პირობები






