მილა იოვოვიჩი და „ბოროტების სავანე“ - უკანასკნელი ეპიზოდი (ვიდეო, ფოტო)
კულტურა - 13:13, 31 Jan, 2017     4226



„ბოროტების სავანე“ საშინელებათა ფილმი, რომლის მთავარი გმირი მილა იოვოვიჩის შესრულებით, სუპერძალის მქონე ელისია. ელისი რომელის ორგანიზმშიც ექსპერიმენტული ვირუსი შეიყვანეს. ფილმის 5 ეპიზოდი მაყურებელმა უკვე იხილა, მეექვსე 10 თებერვლიდან იქნება ხელმისაწვდომი თაყვანისმცემლებისთვის.

Resident Evil 2002 წელს გამოვიდა. აქ საუბარია კორპორაცია „umbrella”-ზე, სადაც ექსპერიმენტული ვირუსების შექმნაზე მუშაობენ, კორპორაცია მსოფლიოს რამდენიმე კუთხეში მიწისქვეშ არს განლაგებული. რაკუნ სითის ქვემოთ მდებარე „umbrella”-ში T-ვირუსის გაჟონვა მოხდება, რა დროსაც წითელი დედოფალი, რომელიც კორპორაციის ციფრულ კონტროლზე და ტავდაცვაზეა პასუხისმგებელი, შენობის იზოლაციას მოახდენს და შიგნით მყოფ ადამიანებს დახოცავს, T-ვირუსი კი მათ გააცოცხლებს, მაგრამ მხოლოდ ფიზიკურათ და მათი სურვილი სისხლისადმი დაუოკებელი ხდება.

“Umbrella” სპეცდანიშნულების რაზმს გაგზავნის პრობლემის აღმოსაფხვრელად, მათ შორის არის მილა იოვოიჩის გმირი ელისიც. მიწისქვეშ საშიში სიტუაციების განვითარების შემდეგ ელისი მეთთან ერთად, რომელსაც განზრახული ჰქონდა კორპორაციის უკანონო სამუშაოების შესახებ შესაბამისი დოკუმენტების მოპოვება, რაკუნ სიტიში ამოვლენ, თუმცა, მეთი T-ვირუსით არის დაავადებული, ანტივირუსის შეყვანამდე მას კორპორაციის თანამშრომელბი დააკავებენ და ამოქმედდება პროგრამა ნემეზისი, რაც მეთს მოსტრად აქცევს, ელისს კი სუპერძალების მქონე ქალდა. ისტორია ფილმის მეორე ეპიზოდში ვითარდება.

ფილმის მეორე ნაწილი Resident Evil: Apocalypse 2004 წელს გამოჩნდა ეკრანებზე. აპოკალიფსი პირველ ეპიზოდთან შედარებით T-ვირუსის დამანგრეველი ძალების შესახებ მოგვითრობს. მოსიარულე მკვდრები რაკუნ სითის მოედებიან და მსოახლეობაც დაავადდება. სამხედროები და კორპორაციის თანამშრომლები ცდილობენ მათთან გამკლავებას, დაიწყება მსოახლეობის ევაკუაცია, თუმცა, შემდეგ ქალაქი ჩაიკეტება და კორპორაცია ბომბის ჩამოგდებას გადაწყვეტს რაკუნ სითიში. რაც შეეხება ელისს, იგი მეგობრებთან ერტად ცდილობს მოძებნოს გზა ქალაქიდან გასასვლელად. ქუჩაში მიმავალ ელისს და მის ემგობრებს ქუჩის ტელეფონზე ვირუსის შემქმნელი ემცნიერი დაურეკავს და მოსთხოვს მისი ქალიშვილის პოვნას, რომელიც ქალაქის ერთ-ერთ სკოლაშია ჩაკეტილი, სანაცვლოდ კი შესთავაზებს ვერტმფრენს, რომლეიც ქალაქის დატოვებაში დაეხმარება მათ.

ელისი და მეგობრები იწყებენ გოგონას ძიებას, იპოვიან კიდეც და ვრტმფრენთან მისულებს, მეთი რომელიც მონსტრად არის ქცეული ანუ ნემეზისი დახვდებათ. ელისი და მეთი ერთმანეთს შეერკინებიან, რა დროსაც მეთს ელისი გაახსენდება და უარს იტყვის მის მოკვლაზე, ამიტომ ოპერაციის ხელმძღვანელი გადაწყვეტს თავად მოკლას ელისი. მეთი გარდაიცვლება, ელისი კი ვერტმფრენით ქალაქს დატოვებს, სადაც ბომბს ჩამოაგდებენ, რა დროსაც ვერტმფრენიც მართვას დაკარგავს და ჩამოვარდება. რა ბედი ეწევა ელისს, ეს ფილმის ემსამე ეპიზოდშია განვიტარებული.

ფილმის მესამე ეპიზოდი Resident Evil: Extinction 2007 წელს გამოჩნდა ეკრანებზე. აქ ელისი აღმოაჩნეს, რომ მისი სისხლისგან მისსავე კონებს აკეთებენ ლაბორატორიებში. გადაწყვეტს შურისძიებას. იგი გამოიქცევა ლაბორატორიიდან და გაწყვეტს კავშრს ტანამგზავრთან და დაემალება კორპორაციას. თუმცა, ერთი შემთხვევა მის აღმოჩენაში დაეხმარება მეცნიერთა გუნდს, რომლებიც მოსიარულე მკვდრებისგან ახალ, გაცილებით ძლიერ ვარიანტებს ქმნიან. ელისი ამ დროს მეგობრებს დაუბრუნდება, რომლებიც საკვებისა და საწვავის ძიებაში ლოს ანჯელესში ჩავლენ. მსოფლიო უდაბნოდ არქცია T-ვირუსმა და მათ მრავალი საშიში თავგადასავლის გადატანა უწევთ. თუმცა ფიქრობენ, რომ ხსნა ალიასკაზეა და სწორედ ამ მიმართულებით აპირებენ წასვლას. ოპერაციას, რომელსაც მეცნიერი სემ აიზეკსი ხელმძღვანელობს, ელისი და მისი მეგობრები გაუმკლავდებიან და ელისი მეგობრებს ვერტმფრენში ცასვამს, ათავად კი მიწისქვეშ ჩავა დოქტორი აიზეკსის მოსაკლავად. აქ კი აღმოაჩენს, რომ აიზეკსი საკუთარ ტავზე ატარებს ექსპერიმენტებს T-ვირუსით და იგი მონსტრად არის ქცეული, თუმცა, ელისი აიზეკს გაუმკვალდება.

თეთრი დედოფალი, „წითელი დედოფალის და პირვლი ეპიზოდიდიან) ელისს ამცნობს, რომ მისი სისიხლი ანტივირუსია, ელისი გადაწყვეტს თავის კლონებთან ერთად ყველაფრისთვის შურის იძიოს.

ფილმის მეოთხე ეპიზოდი Resident Evil: Afterlife ეკრანებზე 2010 წელს გამოჩნდა. აქ აღწერილია ელისისა და მისი კლონების შურისძიება, რომლებიც Umbrella-ს ტოკიოს ოფისს დაესხმებიან თავს. ისინი მთელს პერსონალსა და დაცვის სისტემას გაანადგურებენ, რა დროსაც ოფისის ხელმძღვანელი ალბერტ ვესკერი თავისდახსნას შეძლებს და თვითგანადგურების სიტემას გააქტიურებს, მაგრამ ნამდვილი ელისი მოახერხებს ვერტმფრენში შეუმჩნევლად შერწევს და ეცდება მის მოკვლას, მაგრამ ვესკერი მას ანტივირუსს გაუკეთებს და ჩვეულებრივ ადამიანად აქცევს. ვესკერი ელისის მოკვლას ვერ ასწრებს, რადგან ვერტმფრენი კატასტროფას განიცდის. ელისი გადაჩება, მაგრამ ვესკერს ვეღარ აღმოაჩნეს.

მოგვიანებით ელისი აღმოაჩნეს სამოსს წარწერით „არმია“ და ინფორმაციას ქალაქ არკადიაზე, ალიასკაში, სადაც ვირუსი არ არის გავრცელებული, იგი ალიასკაზე მეგობრების მოსაძებნად გაემგზავრება, მაგრამ კლერის მეტს ვერავის იპოვის, კლერსაც ამნეზია აქვს ნივთიერების გამო, რომელიც ყელზე დამონტაჟებული მოწყობილობით, მის ორგანიზმში რეგულარულად შედის, ელისი მის გადარჩენას შეძლებს და უკნას შტატებში დაბრუნდებიან, აქ კი ერთ-ერთ მაღალსართულიან შენობაში, რომელსაც მოსიარულე მკვდრებით ალყა აქვს შემორტყმული, თავს შეაფარებენ, აქ გადარჩენილ რამდენიმე ადამიანს აღმოაჩნენ და მიირებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ არკადია არა ქალაქი, არამედ ნაპირთან მდგომი გემია, ისინი კანალიზაციის მილების მეშვებობით გემზე მოხვდებიან, რომელიც ერთი დიდი ლაბორატორიაა, მისი ხელმძღვანელი კი ალბერტ ვესკერია, რომელმაც მუტაცია განიცადა. ელისი და მისი მეგობრები ვესკერის მოკვლას შეძლებენ და ტავიან მეგობრებსაც გადაარჩენენ, რომლებიც გემზე, კაფსულებში არიან მოთავსებულნი. ფილმის ბოლოს ირკვევა „Umbrella” -ს ახალი ოპერაციის შესახებ, რომელსაც ჯილ ვალენტაინი ხელმძღვანელობს. ფილმის ბოლოს ისმის გემზე მყოფი ელისის ფრაზა „პრობლემები გავქს“.

ფილმის მეხუთე ეპიზოდი Resident Evil: Retribution 2012 წელს გამოვიდა. ამ ეპიზოდის მოყოლას აღარ დავიწყებთ, საერთო სურათის შესაქმნელად და ახალი ეპიზოდისთვის მოსამზადებლად უკეთესი იქნება თუ მეხუთე ეპიზოდს თავად უყურებთ ყოველგვარი ინფორმაციის გარეშე და დაელოდებით ბოლო, მეექვსე ნაწილს.

რა ბედი ელის ელისს?





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42