"გამაგრებითი სამუშაოების შემდეგ სპეციალურად მოწყობილი დერეფნის საშუალებით მოვაჭრეების შეყვანა დაიწყო" - ლაშა აბაშიძე
საზოგადოება - 12:32, 31 Jan, 2017     5527
,,ექსპერტების ზედამხედველობით გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებისა და უსაფრთხოების ზომების მიღების შემდეგ, შენობის საცავში მოვაჭრეების შეყვანის პროცესი დაიწყო“, - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ლაშა აბაშიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. ლაშა აბაშიძე დილიდან შემთხვევის ადგილზე იმყოფება და დაზარალებულებს ხვდება.

ლაშა აბაშიძის თქმით, სპეციალურად მოწყობილი დერეფნის საშუალებით, სამართალდამცავების თანხლებით, შენობაში მოვაჭრეების ეტაპობრივი შეყვანის პროცესი მიმდინარეობს, რათა მათ საცავებში არსებული კუთვნილი ძვირფასეულობის გამოტანა შეძლონ.

„სპეციალისტების მეთვალყურეობით ჩატარებული გამაგრებითი სამუშაოების ფარგლებში, გაკეთდა სპეციალური დამჭერები და მოეწყო დერეფანი, საიდანაც შენობაში სამართალდამცველებთან ერთად, მოვაჭრეები შედიან ნივთების გამოსატანად. უკვე შემდეგ ეტაპზე განვიხილავთ დაზარალებული მოვაჭრეებისთვის სხვადასხვა ბაზრობებზე გადანაწილების შეთავაზების საკითხს. ამასთან დაკავშირებით ბაზრობების ადმინისტრაციებთან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს“,- განაცხადა ლაშა აბაძიძემ.

როგორც ვიცე-მერმა აღნიშნა, „ბავშვთა სამყაროს“ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის მერიაში, დღეს საკოორდინაციო თათბირი გაიმართება. თათბირს თბილისის მერი დავით ნარმანია უხელმძღვანელებს და მას მერიის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელები და სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები დაესწრებიან. შეხვედრაზე, „ბავშვთა სამყაროში“ ხანძრის შედეგად გამოწვეული პრობლემების მოგვარებისა და დაზარალებულთა შესაძლო დახმარების გზებზე ისაუბრებენ.

მოვაჭრეების განცხადებით, რომლებიც შენობაში იმყოფებოდნენ, საცავში ნივთები სრულად და დაზიანების გარეშე დახვდათ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42