როგორც "გურიის მოამბეს" ჭანჭთიდან აცნობეს, თოვლის საფარმა სოფელში ერთ მეტრს მიაღწია და ჭანჭათი მოწყვეტილია გარე სამყაროს.
"ასეთ დღეში არასდროს არ ვყოფილვართ, არავის იმედი არა ტგვაქვს"-აცხადებენ სოფელში.
"ამ ოთხი დღის განმავლობაში, როცა თოვა დაიწყო, სოფელში გზა ერთხელაც არ გაწმენდილა, ხელისუფლებას საერთოდ დაავიწყდა თუ ვარსებობთ, გარდაცვლილი გვყავს სოფელში, ხვალ დაკრძალვაა და არც ვიცით თუ მივაგნებთ ან მივაღწევთ სასაფლაომდე. ხელისუფლებამ მგლების ანაბარა მიგვატოვა, ბარემ გადაგვცენ ლანჩხუთიდან ჩოხატაურს (სოფელი ჭანჭათი აკეთის თემში მდებარეობს და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს ესაზღვრება) და იქნება დაგვადგეს საშველი"-გადმოგცა სოფლის ერთერთმა მოსახლემ ჭანჭათის გასაჭირი სატელეფონო საუბარში.
მისივე განცხადებით, სოფლის მოსახლეობა ხელისუფლებისაგან კატეგორიულად მოითხოვს გზის გაწმენდას, წინააღმდეგ შემთხვევაშისაპროტესტო აქციებით იმუქრებიან.
მასალის გამოყენების პირობები






