ბაგრატიონი გამოძიების დასრულებას ელოდება.
"უნდა ვაცადოთ გამოძიებას. რეალობაში რომ გაირკვეს ხანძარი საიდან გაჩნდა. ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა. რაც შეეხება ბრალდებას რომელიც იყო და მეც წავიკითხე კომენტარებში, თითქოს მუხრან ბაგრატიონის, მამაჩემის ხელი ურევია, ჩართული იყო ამ პროცესში. ეს არის სრული ტყუილი, ეს არის აბსურდი. კონკრეტულად არავის მიმართ არ იყო შეთავაზებები. ობიექტი აშენდა ჩვეულებრივ, როგორც ობიექტები შენდება ქალაქში და მსურველების მიხედვით ხდება ობიექტის დატვირთვა"- აღნიშნა გამგებელმა.
ჟურნალისტ ელისო კილაძის ინფორმაციით კი "ბავშვთა სამყაროში" ოქროს ბირჟის მოვაჭრეებს ისანი სამგორის გამგებლის მამა ემუქრებოდა.
"დიახ, მუხრან ბაგრატიონმა კიდობნის მიმდებარე ტერიტორიაზე ოქროს კიდობანი ააშენა. მე კონკრეტული პირების სახელები და გვარები ვიცი, ვისაც უშუალოდ ჰქონდა შეხება ამ მუქარასთან. ის ემუქრებოდა "ოქროს ბირჟის" მოვაჭრეებს თუ არ გადავიდოდნენ მის შენობაში გააუბედურებდა მათ. რა დგას ამ მუქარის უკან, რეალურად მოხდა თუ არა და ურევია თუ არა მუხრან ბაგრატიონის ხელი ამ ხანძარში ეს გამოძიების დასადგენია. მთავარია ის მუქარა, რომელსაც ისანი-სამგორის გამგებლის, ხაზს უსვამ, საჯარო პირის მამის მხრიდან ადგილი ჰქონდა მუქარას"- აღნიშნა "ქრონიკა პლუსის" რედაქტორმა.
მასალის გამოყენების პირობები






