როგორც "ნიუპოსტის" კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, დევნილები ბარამიას ქუჩაზე ახლად აშენებულ კორპუსებში ბინების მიღებას ითხოვენ.
მათი თქმით, ყოფილი საავადმყოფოს შენობაში განთავსებული პირობებია. ისინი აცხადებენ, რომ კვირაზე მეტია მათ სასმელი წყალი არ მიეწოდებათ, შენობაში ჩამსხვრეულია ფანჯრები, ჩანგრეულია იატაკი და ბზარები აქვს გაჩენილი კედლებს.
ამასთან დევნილები დახმარების შესაძლო მოხსნასაც აპროტესტებენ.
მოშიმშილეებთან სასწრაფო დახმარების ბრიგადები იმყოფებიან, მედიკოსების განცხადებით, მოშიმშილეებს საერთო სისუსტე აღენიშნებათ.
სამინისტროს ადგილობრივი სამმართველოს უფროსი მანუჩარ ჩილაჩავა აცხადებს, რომ აღნიშნულ პირებს ამ ეტაპზე ბინების მისაღებად საკმარისი პირობები არ აქვთ.
დევნილები კი სოზარ სუბარის გადადგომას ითხოვენ. მათი თქმით, თავად ჩილაჩავა მათი პრობლემებით არ ინტერესდება.
მასალის გამოყენების პირობები






