საქართველოს ბანკის sCool card-ს საერთაშორისო სტანდარტის პროდუქტის წოდება მიენიჭა
საზოგადოება - 12:31, 30 Jan, 2017     8502
საქართველოს ბანკმა, საქართველოს წამყვანმა ბანკმა, განაცხადა ბანკის პლასტიკური ბარათის sCool card-ის საერთაშორისო პროდუქტად აღიარების შესახებ. ორგანიზაციამ Child and Youth Finance International (CYFI) sCool card-ს ერთი წლის ვადით, საერთაშორისო სტანდარტის პროდუქტის ლოგო მიანიჭა. ამასთან, საქართველოს ბანკის პლასტიკური ბარათი sCool card-ი, საერთაშორისო ორგანიზაციის (CYFI) მიერ, ხუთ საუკეთესო პროდუქტს შორის დასახელდა, კატეგორიაში - „საბავშვო მეგობრული საბანკო ბარათი“ და გადაეცა „The Global Inclusion Award 2016“ -ის ჯილდო.

საერთაშორისო ორგანიზაციის (CYFI) წევრები არიან 132 ქვეყნიდან - როგორც ბანკები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა. ორგანიზაციის მიზანია, ხელი შეუწყოს, ბავშვებისა და ახალგაზრდების განვითარებას, ფინანსური და სამეწარმეო უნარების კუთხით. ასევე, ადრეულ ასაკშივე მოხდეს მათთვის ფინანსური განათლების მიწოდება, ისეთ თემებზე, როგორიც არის ფულის შეგროვება და მიზანმიმართული ხარჯვა.

sCool card-ი საქართველოს ბანკის მიერ მოსწავლეებისთვის შექმნილი უნიკალური პლასტიკური სადებეტო ბარათია, რომელსაც უკონტაქტო ფუნქციაც აქვს. აღსანიშნავია, რომ sCool Card-ს აქვს მრავალმხრივი უპირატესობა როგორც მოსწავლისთვის ასევე მშობლისთვის. სკოლის მოსწავლეებს საშუალება აქვთ, ადრეული ასაკიდანვე, ისწავლონ თანამედროვე საბანკო პროდუქტებით სარგებლობა, ფულის რაციონალურად ხარჯვა და შეიძინონ ახალი უნარ ჩვევები. თავის მხრივ, მშობელს შესაძლებლობა აქვს, შვილს აღარ გაატანოს სკოლაში ნაღდი ფული; გააკონტროლოს დღის განმავლობაში ბავშვის მიერ დახარჯული თანხის მიზნობრიობა და ოდენობა, მიღებული SMS-ების საშუალებით. ასევე, სურვილისამებრ თავად განსაზღვროს sCool Card-იდან ნაღდი თანხის გატანის შესაძლებლობა ან გადახდისა და განაღდების ყოველდღიური ლიმიტი.

დამატებითი ინფორმაცია უნიკალური sCool card-ის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ: www.scoolcard.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42