ოზურგეთში მოსულმა უხვმა ნალექმა, გზებზე გადაადგილების მხრიც პრობლემები შექმნა.
განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა ნასაკირალისა და ბურნათის პერევალებზე, სადაც სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული.
ნასაკირალში გზის გაწმენდით სამუშაოებში მაშველებიც ჩაერთო, მძიმე ტექნიკით თოვლში ჩარჩენილი მიკროავტობუსებისა და მსუბუქი ავტომობილები გამოჰყავთ.
ცოტა ხნის წინ დაიწყო გზის გაწმენდა ოზურგეთი-ლანჩხუთი-ლესის მიმართულებით, სამუშაოები მიმდინარეობს ნაბეღლავის მიმართულებითაც.
როგორც გზის გაწმენდითი სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელი, თემურ ჯახვა აცხადებს, მუნიციპალიტეტების დამაკავშირებელი გზები დილიდან იწმინდება და გადაადგილების პრობლემა რამდენიმე წუთში აღარ იქნება.
რაც შეეხება ლანჩხუთს, როგორც გამგებელი, ზაზა ურუშაძე გვეუბნება, მუნიციპალიტეტში დიდთოვლობას პრობლემები არ შეუქმნია, შეზღუდვებია მხოლოდ აცანა-მამათისა და ნინოშვილი-ლესის საავტომობილო გზაზე, რისი გაწმენდითი სამუშაოებიც ინტენსიურად მიმდინარეობს.
მასალის გამოყენების პირობები






