სალომე კორკოტაშვილის დასახმარებლად მიმართვა ვრცელდება
საზოგადოება - 00:37, 27 Jan, 2017     102590
„სალომემ ამერიკაში უნდა იმღეროს საქართველოს სახელით, მესმის იმ ყველა ადამიანის, რომელიც უმძიმეს დღეშია და დახმარება სჭირდება, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია იმ ნიჭიერი ქართველების დახმარება, რომელთა ნიჭიც უსახსრობის გამო იკარგება და ამ დროს შეიძლება ვოკალური მონაცემებით თამამად დადგნენ მსოფლიო დონის ვარსკვლავების გვერდით, თუ მათზე მეტი ნაკლებები არაფრით არიან“... - ვკითხულობთ სოციალურ ქსელში.
ამ კომენტარის ავტორი სალომე კორკოტაშვილზე საუბრობს. როგორც ცნობილი ხდება ქართველმა მომღერალმა გამარჯვება 15 000 მუსიკოსს შორის მოიპოვა და ამერიკული ხმის ჩამწერი სტუდიის „SongBuilder Studio“-ს საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გახდა.
რის შედეგადაც სალომე კორკოტაშვილს სიმღერას პროფესიონალურ სტუდიაში ჩაუწერენ, არანჟირებაზე „გრემის“ მფლობელი მუსიკოსი – როს პეტერსონი იმუშავებს. შემდეგ კი კომპოზიციას ამერიკის მასშტაბით 100-მდე რადიო დაატრიალებს.
თუმცა უსახსრობის გამო შეიძლება სალომე კორკოტაშვილი აშშ-ში ვერ გაემგზავროს. როგორც ირკვევა მას მგზავრობისა და ამერიკაში სამი კვირით დარჩენის თანხა არ გააჩნია.
პრიზის მისაღებად კონტრაქტის თანახმად 2017 წლის თებერვლის თვეში სალომეს ამერიკაში, კონკრეტულად მერილენდის შტატში გამგზავრება და სამი კვირის განმავლობაში ამერიკაში ცხოვრების ხარჯების დაფარვა ესაჭიროება.
ამასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ვრცელდება მიმართვა. სადაც ყველას მოუწოდებენ, რომ ქართველ მომღერალს დაეხმარონ ფინანსურად.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42