კომპანია “პანცილიონი“ ახალ საწარმოს ხსნის
საზოგადოება - 14:33, 26 Jan, 2017     2385
კომპანია “პანცილიონი“ ახალ საწარმოს ხსნის და გაზაფხულიდან საფრანგეთსა და ბელგიაში ავეჯის იმპორტს იწყებს. კომპანიას ერთი საწარმო უკვე აქვს, სადაც 2007 წლიდან რბილ ავეჯს და ლეიბებს, ხოლო 2016 წლიდან ყველანაირი სახის ავეჯს აწარმოებს.

“გარდა იმისა, რომ კომპანია “პანცილიონს“ ავეჯი ევროპის წამყვანი ქვეყნებიდან შემოაქვს, 2016 წლიდან მომხმარებელს შეუძლია ჩვენთან საქართველოში დამზადებული ნებისმიერი სახის ავეჯიც შეიძინოს. “პანცილიონის“ სამივე ფილიალში მთავარი სივრცე დაყოფილია შოურუმებად და იმპორტირებული და ადგილობრივი ნაწარმი ცალ-ცალკეა წარმოდგენილი. პირველი საწარმო 2007 წელს გავხსენით და თავიდან მხოლოდ ლეიბების წარმოებით დავიწყეთ. სულ 2 სახეობის ლეიბის დამზადების შესაძლებლობა გვქონდა, ახლა კი საწარმოში 15-მდე სახეობის ლეიბი მზადდება და ამას გარდა, თუ მომხმარებელი მოითხოვს, შეგვიძლია არასტანდარტული მატრასებიც დავამზადოთ. 2008 წლიდან რბილი ავეჯის წარმოებაც დავიწყეთ, ხოლო 2016 წლიდან ნებისმიერი ტიპის ავეჯი შეგვიძლია დავამზადოთ - საძინებლები, სამზარეულოები, მისაღები ოთახები და ა.შ.“ - აცხადებს კომპანია “პანცილიონის“ პიარისა და მარკეტინგის სამსახურის უფროსი მარიამ ბანცური.

მისი თქმით, ადგილობრივ ნაწარმზე ფასები საკმაოდ ხელმისაწვდომია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მომხმარებელი არჩევანში შეზღუდული არ არის.

“ადგილობრივ ნაწარმზე ფასები საკმაოდ ხელმისაწვდომია. მაგალითად: საძინებლის ფასი 507 ლარიდან იწყება, რბილი ავეჯის - 622 ლარიდან... საბოლოო ჯამში, ფასი მაინც იმაზეა დამოკიდებული თუ რომელ მოდელს, რა მასალას და ა.შ. შეარჩევს მომხმარებელი. შესაძლებელია ინდივიდუალური შეკვეთების მიღებაც. ვმუშაობთ ნებისმიერ მასალაზე - ლამინირებული მერქან-ბურბუშელოვანი ფილიდან დაწყებული, მასიური ხით დამთავრებული. შეგვიძლია, ასევე, ავეჯის გარკვეული დეტალების მოოქროვება, დეკორით გაფორმება და ა.შ. ჩვენს საწარმოში დასაქმებულია ნიჭიერი ახალგაზრდა დიზაინერები, რომელთა ნამუშევრები დიდი მოწონებით სარგებლობს მომხმარებლებში და მერწმუნეთ, უცხოურ ნაწარმს არ ჩამოუვარდება არც ხარისხითა და არც დიზაინით.“ - აღნიშნავს მარიამ ბანცური და დასძენს, რომ ამ დროისთვის მიმდინარეობს ახალი საწარმოს მშენებლობა, რომელიც იქნება ულტრათანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი და კომპანიის წარმადობას მნიშვნელოვნად გაზრდის.

“ახალი საწარმო სავარაუდოდ გაზაფხულზე გაიხსნება და იგი იქნება გაცილებით დიდი და უფრო თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი. რაც მთავარია, გაიზრდება წარმადობა და ამასთანავე შეიქმნება კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილი. ახალი საწარმოს გახსნა განაპირობა ჩვენს ნაწარმზე გაზრდილმა მოთხოვნამ და იმ ფაქტმა, რომ გაზაფხულიდან ჩვენი ნაწარმი იმპროტზე გაგვაქვს საფრანგეთსა და ბელგიაში.“ - აღნიშნავს მარიამ ბანცური.

კომპანია “პანცილიონი“ ქართულ ბაზარზე 15 წელია არსებობს და ამ დროისთვის დედაქალაქში წარმოდგენილია სამი მაღაზიით: ჯავახეთის ქ. 69-ში, ერისთავის ქ. 17-ში და აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42