"100 მედეგი ქალაქის“ პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
საზოგადოება - 14:15, 26 Jan, 2017     1249
როკფელერის ფონდის მიერ შექმნილი „100 მედეგი ქალაქის“ ფარგლებში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში პირველი სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაში, რომელიც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ გახსნა, მედეგობის მთავარი მრჩევლები ბარსელონადან, ბრისტოლიდან და პარიზიდან; ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, კვლევითი და სამეცნიერო დაწესებულებების, ასევე, კერძო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

თბილისის მერის თქმით, თბილისი მსოფლიოს „100 მედეგი ქალაქის“ ქსელს 2016 წლის მაისში შეუერთდა. ნარმანიას განცხადებით, პროექტის ფარგლებში, თბილისი 21-ე საუკუნის გამოწვევების დაძლევაში ფინანსურ და ტექნიკურ დახმარებას მიიღებს.

„მნიშვნელოვანია ის, რომ თბილისი აღმოსავლეთ ევროპასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში არის ერთადერთი ქალაქი, რომელიც ამ ქსელში ჩაერთო. პროექტის ფარგლებში, თბილისი როგორც ფინანსურ დახმარებას, ასევე საექსპერტო მომსახურებას მიიღებს, რათა ჩვენი ქალაქი გახდეს უფრო მეტად მედეგი, შოკების და რისკების რეაგირება კი იყოს უფრო ოპერატიული. ამ თვალსაზრისით, ჩვენ ძალიან ბევრი წამყვანი ქალაქების გამოცდილებას შევისწავლით, ექსპერტები კი დაგვეხმარებიან იმაში, რომ ჩვენს ქალაქს ჰქონდეს შესაბამისი სტრატეგია და ფუნქცია- მოვალეობები“ -განაცხადა დავით ნარმანიამ.

„100 მედეგი ქალაქი“ ითვალისწინებს ქალაქების მედეგობას სტიქიებთან ბრძოლისა და სირთულეების დროული დაძლევის თვალსაზრისით, რომელთა შორისაა, უმუშევრობის მაღალი დონე, არაეფექტური სატრანსპორტო სისტემა, ენდემური ძალადობა და ა.შ.

„100 მედეგი ქალაქის“ ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონული დირექტორის სტიუარტ სარკოზი-ვანოჩეს თქმით, ეს არის პირველი სამუშაო შეხვედრა პროექტ“ 100 მედეგი ქალაქის“ ფარგლებში. მისივე განმარტებით, შეხვედრის მთავარი მიზანი სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლების შეხვედრა და იმის დადგენაა, თუ რა გამოწვევების წინაშე დგანან ქალაქები. როგორც სტიუარტ სარკოზი-ვანოჩემ განაცხადა,

სამომავლოდ უნდა შემუშავდეს სტრატეგიული გეგმა, რომელიც ქალაქებს 21-ე საუკუნის გამოწვევების დაძლევაში დაეხმარება.

კონკურსის პირობების თანახმად, „100 მედეგი ქალაქის“ ქსელს ის ქალაქები შეუერთდნენ, რომლებიც აცნობიერებენ რისკს სხვადასხვა სტიქიური უბედურების, სოციალური პრობლემების არსებობის შესახებ და აყალიბებენ ადაპტირებულ, ინოვაციურ მიდგომებს ახალი გადაწყვეტილებების დანერგვის მიზნით. თბილისს შეუძლია გახდეს ქსელის აქტიური მონაწილე და გაუზიაროს თავისი პრაქტიკა და ცოდნა სხვა მონაწილეებს.

თბილისი, როგორც „100 მედეგი ქალაქის“ ქსელის მონაწილე, მიიღებს ტექნიკურ დახმარებასა და საჭირო რესურსებს, რათა, მომავალი წლების განმავლობაში, შექმნას და განახორციელოს მედეგობის სტრატეგია. ქსელში ჩართული ყოველი ქალაქი მიიღებს ფინანსურ და მატერიალურ-ტექნიკურ მხარდაჭერას, რათა ქალაქის მთავრობაში შეიქმნას ახალი, ინოვაციური თანამდებობა –მრჩეველი მედეგობის საკითხებში, რომელიც მედეგობისაკენ მიმართული ქალაქის ქმედებებს ჩაუდგება სათავეში; მედეგობის მძლავრი სტრატეგიის შესაქმნელად გამოიყოფა ტექნიკური დახმარება; პროექტში მონაწილე ქალაქებს ექნებათ წვდომა გადაწყვეტილებებზე, მომსახურების მომწოდებლებზე და კერძო, საჯარო და არასამთავრობო სექტორში მოღვაწე პარტნიორებზე, რომლებსაც შეუძლიათ, თავიანთი მედეგობის სტრატეგიების განხორციელება; აგრეთვე მონაწილე ქალაქები გახდებიან გლობალური ქსელის წევრები, რაც ერთმანეთისგან სწავლის საშუალებას იძლევა.

„100 მედეგი ქალაქი როკფელერის ფონდის მიერ დაფუძნდა. ეს არის საგრანტო პროგრამა, რომელიც, მსოფლიოს მასშტაბით, ხელს უწყობს ქალაქების მედეგობის გაძლიერებას ფიზიკური, სოციალური და ეკონომიკური გამოწვევების წინაშე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42