2017 წელს თბილისში რაგბის ახალი სავარჯიშო მოედანი მოეწყობა
საზოგადოება - 14:06, 26 Jan, 2017     1492
თბილისს, 2017 წელს, რაგბის თანამედროვე სტანდარტების ახალი სავარჯიშო მოედანი ექნება. რაგბის მოედანი ვაზისუბნის მე-4 მიკრორაიონში 120X75 კვ/მ-ფართობზე განთავსდება.

მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით, საძირკველში სიმბოლური კაფსულა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ალიბეგაშვილთან და საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთან, ტარიელ ხეჩიკაშვილთან ერთად ჩადო. ღონისძიებას მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა, ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი აბუსერიძე, დედაქალაქის მთავრობის წევრები და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დავით ნარმანიამ შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„პროექტი ძალიან საინტერესოა იმით, რომ ეს იქნება მრავალფუნქციური კომპლექსი, რომელიც ამ უბანს მნიშვნელოვნად გააცოცხლებს და უბნის სპორტულ ცხოვრებას სხვა ეტაპზე გადაიყვანს. აღნიშნულ პროექტს ჩვენ წელსვე დავასრულებთ და ამ ტერიტორიაზე მოვაწყობთ სათანადო ინფრასტრუქტურით აღჭურვილ და ყველა სტანდარტით უზრუნველყოფილ მოედანს იმისთვის, რომ ჩვენმა მომავალმა თაობამ ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვროს და ამ უბანს დავატყოთ ჩვენი ხელი,“ - განაცხადა თბილისის მერმა.

პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე მოეწყობა ხელოვნურსაფარიანი მოედანი, აშენდება 400 გულშემატკივარზე გათვლილი ტრიბუნა, ადმინისტრაციული შენობა კი 500 კვ/მ-ზე განთავსდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,საბა კონსტრაქშენი’’ განახორციელებს. სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის ივლისში დასრულდება.

პროექტის განსახორციელებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 716 440 ლარი გამოიყო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42