კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რესოციალიზაციის ახალი პროექტების პრეზენტაცია გაიმართა
საზოგადოება - 14:03, 26 Jan, 2017     1235
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და პარტნიორი ორგანიზაციები კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რესოციალიზაციის ახალი პროექტების განხორციელებას იწყებენ.

ექვსი ახალი პროექტი ევროკავშირის მიერ ფინანსდება, რომელთა პრეზენტაციას დღეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი, პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ზაზა გრიგოლია, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

პროექტების მიზანია პატიმრების, ყოფილი პატიმრების, პირობით მსჯავრდებულებისა და კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვებისა და მოზარდების რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშეწყობა. პროექტში მონაწილე ორგანიზაციები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან ერთად, სამიზნე ჯგუფებისთვის პროფესიული განათლებისა და დასაქმების შესაძლებლობების გაზრდის, მათი ფსიქო-სოციალური და სამედიცინო დახმარების, ასევე, დანაშაულის პრენევენციის მიმართულებით იმუშავებენ.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილის ზვიად მიხანაშვილის განცხადებით, აღნიშნული პროექტების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანი და სასჯელაღსრულების სისტემისთვის წინგადადგმული ნაბიჯია. მისი თქმით, სამინისტრო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს სწორ მენეჯმენტსა და გრძელვადიან დაგეგმვას.

„ბოლო წლების განმავლობაში, საერთაშორისო ორგანიზაციების წლიურ ანგარიშებში სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში გატარებული რეფორმები პოზიტიურად არის ასახული. ჩვენ გააზრებული გვაქვს, რომ მიმდინარე პროცესში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვა ძალიან მნიშვნელოვანია. დღეს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი კიდევ ექვსი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ, რომელიც ხელს შეუწყობს სამიზნე ჯგუფების დასაქმებას, რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას,“-განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სექტორის მენეჯერის კაიდო სირელის განცხადებით, აღნიშნული პროექტები ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერის ფარგლებში განხორციელდება.

„ჩვენ უკვე რამდენიმე წელია მართლმსაჯულების სფეროში ვთანამშრომლობთ და საქართველო მართლაც წარმატებული შემთხვევაა. ჩვენი თანამშრომლობა სასჯელაღსრულების სამინისტროსთან არ ეხება მხოლოდ დანაშაულსა და სასჯელს, არამედ ვგულისხმობთ საზოგადოების მხარდაჭერას კანონთან კონფლიქტში მყოფ ადამიანებთან დაკავშირებით. პატიმრების რესოციალიზაციის მიზნით, გათვალისწინებული გვაქვს პროფესიული გადამზადების კურსები, ასევე, პროექტით გათვალისწინებულია ფსიქოლოგიური დახმარების გაწევა. ჩვენი ერთ-ერთი მიმართულებაა ასევე, ახალგაზრდებთან, არასრულწლოვნებთან მუშაობა დანაშაულის პრევენციის მიზნით“-განაცხადა კაიდო სირელმა.

ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით პროექტებს „სამოქალაქო განვითარების სააგენტო“, საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი „თანადგომა“, წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი, დემოკრატიის ინსტიტუტი, საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი, ჰილსვერკ ავსტრია ინტერნაციონალი განახორციელებენ. პროექტები ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ჩარჩო თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც EU4Justice („ევროკავშირი სამართლისათვის“) პროგრამის სახელითაა ცნობილი. ამ პროგრამისთვის ევროკავშირმა 2015 წელს 50 მილიონი ევრო გამოყო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42