მესამე სექტორი კონსტიტუციაში პროკურატურის დამოუკიდებლობის გარანტიების დაფიქსირებას ითხოვს. სამოქალაქო სექტორი საკუთარ ინიციატივებს საკონსტიტუციო კომისიის დრევანდელ სხდომაზე წარადგენს:
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის განმარტებით, ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო დოკუმენტში ეს ჩანაწერები ძალოვანი სტრუქტურების დეპოლიტიზაციას შეუწყობს ხელს.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონსტიტუციაში გაჩნდეს პროკურატურის დამოუკიდებლობის გარანტიები და პროკურატურის, როგორც საქვეუწყებო დაწესებულების სტატუსი გაუქმდეს. დღეს ასეთი ჩანაწერია კონსტიტუციაში, რაც, რა თქმა უნდა, ამ უწყების დეპოლიტიზირებას და დამოუკიდებლობას ვერ უწყობს ხელს. ასევე მნიშვნელოვანი იქნება, რომ კონსტიტუციაში გაჩნდეს ჩანაწერი და კონკრეტული საკითხები უსაფრთხოების სამსახურებთან დაკავშირებით დარეგულირდეს კონსტიტუციით,“ - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






