ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს მსახიობი ვანიკო თარხნიშვილი ესტუმრა
საზოგადოება - 10:53, 26 Jan, 2017     1210
ჩერნოვეცკის საქველმოქმედო ფონდი უკვე 5 წელია ზრუნავს მშობლების სითბოს და ყურადღებას მოკლებულ ბავშვებზე. ქობულეთსა და თბილისში ფონდის ოპერირების ქვეშ იმყოფება 3 მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლი, სადაც 30 ბავშვი სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, იღებს ყველაფერს, რაც მათი სრულფასოვანი განვითარებისთვისაა საჭირო. კომფორტული საცხოვრებელი პირობების გარდა, ჩვენ ვცდილობთ რომ პატარების ცხოვრება სავსე იყოს საინტერესო მოვლენებით და ამიტომ ხშირად ვუწყობთ მათ შეხვედრებს ცნობილ და საინტერესო ადამიანებთან!

ცოტა ხნის წინ ჩვენი თბილისში მდებარე ბავშვთა სახლის აღსაზრდელები თავისი ვიზიტით მსახიობმა, ტელეწამყვანმა მომღერალმა და უბრალოდ შესანიშნავმა ადამიანმა - ვანიკო თარხნიშვილმა გაახარა!

ვანიკომ პატარებს თავისი სატელევიზიო და სამსახიობო საქმიანობის შესახებ უამბო. გაიხსენა სახალისო ამბები, რომლებიც მეგაპროექტ „ნიჭიერისა“ და სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ გადაღებების პროცესში შეემთხვა. ბავშვები ვანიკოს სუნთქვაშეკრულები უსმენდნენ - ისინი ხომ ასეთი დონის ვარსკვლავს პირადად ძალიან იშვიათად ხვდებიან!

საუბრის შემდეგ ვანიკომ ბავშვებთან ითამაშა, იცეკვა, მოისმინა მათგან ლექსები და სიმღერები. გამომშვიდობების წინ პატარებმა ვანიკოს იმ ცნობილი ადამიანების ფოტოები დაათვალიერებინეს, რომლებიც მათ სტუმრობენ ხოლმე და შეპირდნენ, რომ მის სურათსაც ამ სამახსოვრო სტენდზე განათავსებდნენ!

დიდი მადლობა ვანიკო, ბავშვებს შენთან ერთად გატარებული დღე დიდი ხნით დაამახსოვრდებათ!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42