საქმე იმაშია, რომ იამაიკის გუნდის ერთ-ერთი წევრის ნესტა კარტერის ორგანიზმში აკრძალული ნივთიერებები აღმოაჩინეს.
კარტერი ერთ-ერთია იმ ოთხ იამაიკელ სპრინტერს შორის, რომელის 2008 წლის პეკინის ოლიმპიურ თამაშებზე იამაკის გუნდის წევრი იყო . იამაიკის გუნდმა 4x100 მეტრზე ესტაფეტაში ოქროს მედალი მოიპოვა.
კარტერი იმ 454 სპორტსმენს შორის აღმოჩნდა, რომელთაც დოპინგ ტესტი ოლიმპიურმა კომიტეტმა შარშან გადაამოწმა. ანალიზის შედეგების თანახმად, მის სისხლში მასტიმულირბელი ნივთიერება, მეთილჰექსანამინი აღმოჩნდა.
შესაბამიდად, იამაიკის გუნდის მონაწილეებს ოქროს მედალი ჩამოეთვათ და ის ტაილანდელ სპორტსმენებს გადეცათ.
30 წლის ბოლტმა თავისი მე-9 ოლიმპიური მედალი შარშან, რიოს ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვა. ბოლტმა ოქროს მედლები 100 მეტრზე, 200 მეტრზე და 4x100 მეტრზე ესტაფეტაში აიღო, მანამ ლონდონის ოლიმპიადაზე 2012 წელს და 2008 წელს პეკინში, რომელსაც უკვე დაემშვიდობა.
მასალის გამოყენების პირობები