უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს, სადაც ორი შშმ პირი ცხოვრობს ღია ცისქვეშ დარჩენა ემუქრება
საზოგადოება - 23:18, 25 Jan, 2017     4026
ქეთინო თოდაძე შშმ მეუღლესა და ასევე შშმ შვილთან ერთად საგარეჯოში, მეზობლის სახლში ცხოვრობს, რომლის დაცლაც ძალიან მალე მოუწევს და ღია ცისქვეშ დარჩენა ემუქრება.

"ყველაფერი 14 წლის წინ, დუშეთის რაიონში, სოფელ ბაზალეთში დაიწყო (სადაც ოჯახი თავდაპირველად ცხოვრობდა, საკუთარ სახლში), როდესაც 1 წლის და 8 თვის ლევანმა გონება დაკარგა, დიაგნოზი მძიმე და შოკისმომგვრელი აღმოჩნდა: ვირუსული მენინგოენცეფალიტი, გადაიტანა კლინიკური სიკვდილი, ხერხემლიდან 3-ჯერ ამოუღეს სითხე... ოჯახს არც მანამდე ულხინდა, რადგან ქეთის მეუღლე, ზვიად ნათელაშვილი მეორე ჯგუფის ინვალიდია და შრომისუუნარო, ამ ამბის შემდეგ კი მათი მდგომარეობა გაუარესდა, მაშინ არც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა მოქმედებდა და არც ასეთი დახმარებები არ იყო, და ამიტომ ოჯახს ერთადერთი შვილის გადასარჩენად სახლის გაყიდვამ მოუწია. თუმცა მკურნალობას არც ეს თანხა არ ეყო და ლევანი ბოლომდე ვერ გამოჯანმრთელდა... დღეს მას გონებრივი ჩამორჩენილობა და ქცევის დარღვევა აქვს... ამ ყველაფერთან გასამკლავებლად მუდმივად თანხა იყო საჭირო, რისი საშუალებაც უსახლკაროდ და უსახსროდ დარჩენილ ოჯახს არ ჰქონდა, სკოლა, სოფლის ეკლესია, სხვადასხვა ფონდები მუდმივად ეხმარებოდნენ და ლევანმა შეძლო, თანატოლების მსგავსად ბევრი რამის შესწავლა, თავისი გონებრივი შესაძლებლობის შესაბამისად... დღეს მას ერთი შეხედვით თითოს არაფერი ემჩნევა, თუკი შეტევა არ დაემართება... ოჯახის უკიდურესი გაჭირვების დროს მეზობელს მინდორში საქონლის მწყემსი დასჭირდა... ოჯახი საქონლის სადგომში ცხოვრობდა, საიდანაც სოციალურმა სამსახურმა ლევანი წყნეთის ბავშვთა სახლში გადაიყვანა, ბიჭუნამ იქ 2 წელი დაჰყო, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, დადგა საკითხი მისი მინდობით გასხვისებისა, რაზედაც დედამ უარი განაცხადა და სოფელში დაიწყო სახლის ძებნა, ძალიან მალე, საგარეჯოში გამოჩნდა კეთილი ადამიანი, რომელმაც სახლის საყარაულოდ ოჯახი შეიფარა, მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ, ოჯახს ისევ მოუწია სხვა თავშესაფრის ძებნა, ამჯერადაც მეზობელმა შეიფარა, დაკეტილ სახლში, სადაც არანაირი პირობები არ აქვთ, მაგრამ ოჯახი ამაზედაც ძალიან მადლობელი იყო, თუმცა სამწუხაროდ, ამჯერადაც უწევს ბინის დაცლა, 2 თვეში და თუ ისევ ვინმე მადლიანი არ გამოჩნდა, ოჯახი ამჯერად უკვე მართლა ღია ცისქვეშ რჩება, რადგან ორი შშმ პირის წამლების, გადასახადების და ელემენტარული საკვების შეძენის გარდა, ის დახმარება, რასაც ღებულობენ, ქირისთვის არ ეყოფათ... ოჯახმა გამგეობას მიმართა, იქნებ საცხოვრებელი ფართი გამოგვიყოთ, ან სანამ რამე გამოჩნდება, ქირით დაგვაკმაყოფილოთო, გამგეობამ ე.წ. ტექნიკუმის ბინებში გამოუყო საცხოვრებელი ფართი, სადაც არანაირი პირობები, არც გაზი, არც დენი, არც წყალი არ არის შეყვანილი და საშინელი ანტისანიტარიაა, მაგრამ ამაზეც თანახმა იყვნენ, ღია ცისქვეშ არ ვიქნებით და რამეს მოვახერხებთო, მაგრამ აღმოჩნდა, რომ აღნიშნულ ფართში სხვები არიან შესახლებულები, ხელშეკრულება ქეთინო თოდაძის სახელზეა, თუმცა ფართში შეჭრილი პირების გამოყვანა ვერ ხერხდება, გამგეობამ სამართალდამცავებს მიმართა, მაგრამ მათ განაცხადეს, რომ დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება და ჩვენ ვერაფერს შევძლებთო. ოჯახი უკიდურეს ზღვარზეა, არ იციან სად წავიდნენ, არ იციან რა მოიმოქმედონ, ქირით გაყვანაზეც უარი უთხრეს, რადგან ქირა მხოლოდ ეკოემიგრანტებს ეკუთვნითო, უთხრეს...

ჩვენ აუცილებლად მოვიკვლევთ ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით, რატომ ვერ ხერხდება გამოყოფილი საცხოვრებელი ფართიდან უკანონოდ შეჭრილი პირების გამოსახლება, მაშინ, როცა ხელშეკრულება ქეთინო თოდაძის სახელზეა გაფორმებული, მაგრამ მანამდე ოჯახს გაურკვევლობაში და უსახლკაროდ დარჩენის შიშში ყოფნა მოუწევს, რაც დამეთანხმებით, ისედაც მძიმე ფსიქო-სოციალურ მდგომარეობაში მყოფი ოჯახისათვის კიდევ ერთი საშინელი სტრესია!





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42