თბილისის საკრებულოში ისტორიკოსის, ჯაბა სამუშიას წიგნის - „საქართველოს სამხედრო ისტორია“ პრეზენტაცია გაიმართა
საზოგადოება - 16:28, 25 Jan, 2017     1429
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორის, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის ჯაბა სამუშიას წიგნის- „საქართველოს სამხედრო ისტორია“ პრეზენტაცია გაიმართა.

ნარკვევების კრებული ავტორმა პირადად წარადგინა.

როგორც ჯაბა სამუშიამ აღნიშნა, წიგნი დიდი მონოგრაფიის ნაწილია და სრულად მიეძღვნა საქართველოს სამხედრო ისტორიას. მისი თქმით, წიგნში IX – დან XX საუკუნემდე განვითარებული მოვლენებია თავმოყრილი და მასში ასევე გიორგი მაზნიაშვილის ცხოვრების შესახებ ნაკლებად ცნობილი ფაქტები ბიოგრაფიული ნარკვევის სახითაა წარმოდგენილი.

ისტორიკოსის განმარტებით, საბჭოთა კავშირის პერიოდში სამხედრო ისტორიის კვლევასა და მის გამოცემას ნაკლები ყურადღება ეთმობოდა. ახლა კი გამოჩნდნენ ავტორები, რომლებიც ამ მიმართულებას იკვლევენ.

”სამხედრო ისტორიის კვლევას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით კი საქართველოსთვის. ამბობენ ხოლმე, საქართველოს ისტორია მეფეების ისტორიააო. მე კი ვიტყოდი, რომ საქართველოს ისტორია ბრძოლების ისტორიაა.

ამჟამად საქართველოს სამხედრო ისტორიაში ჩრდილოელ მეზობელთან დაპირისპირების კუთხით გარკვეული წარუმატებლობა აქვს. ჩვენ კი გვინდა ყველას დავანახოთ, რომ ქვეყნის სამხედრო ისტორიაში მრავლად იყო პერიოდები, როცა ომებს ჩვენ ვიგებდით.

ქვეყანა, სადაც ერთიანობა, სტაბილურობა და ეკონომიკური ზრდაა, ომს აუცილებლად მოიგებს. ისტორია ცხოვრების მასწავლებელია’’,- განაცხადა სამუშიამ.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ წიგნის თაობაზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, პროფესორმა გიორგი ალიბეგაშვილმა, მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა როინ მეტრეველმა, ისტორიკოსმა ზაზა აბაშიძემ, ხელოვნების სასახლის დირექტორმა გიორგი კალანდიამ და სხვა მომხსენებლებმა ისაუბრეს.

გამომსვლელებმა ჯაბა სამუშიას წიგნის პრეზენტაცია მიულოცეს და განაცხადეს, რომ აღნიშნული ნარკვევების კრებული ქართული ისტორიისთვის მნიშვნელოვანი შენაძენია.

ღონისძიებას, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში გაიმართა, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42