დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარება იწყება
საზოგადოება - 15:35, 25 Jan, 2017     1341
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) დაასრულეს 1 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების შვიდწლიანი პროექტი, რომელიც საქართველოს დაცული ტერიტორიების სისტემის გრძელვადიან ფინანსურ მდგრადობას უზრუნველყოფს.

სასტუმრო „თბილისი რუმსში“ პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში - ნილს სკოტმა მიმართეს.

პროექტი გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) და გაეროს განვითარებოს პროგრამის (UNDP) დაფინანსებით განხორციელდა კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ ტრანსსასაზღვრო გაერთიანებული სამდივნოს (TJS) თანამონაწილეობით.

პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ათ დაცულ ტერიტორიასა და ეროვნულ პარკში რამდენიმე ინფრასტრუქტული პროექტი განხორციელდა. განახლდა დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციული შენობები და ტურისტებისათვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა, ახალი ტექნიკით აღიჭურვა ბიომრავალფეროვნების მონიტორინგისა და რეინჯერთა სამსახურები. მნიშვნელოვანია სოციალური კომპონენტი, რაც გულისხმობს სახელფასო დანამატს პარკების ადმინისტრაციების თანამშრომელთათვის, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევის თანადაფინანსებას და დანამატს საკვებზე ღამისთევის პატრულირებაში მონაწილე რეინჯერებისათვის.

დაცული ტერიტორიების ხელშეწყობა საქართველოს მთავრობის, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდისა (GEF) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) უფრო ფართო თანამშრომლობის ნაწილია, რომელიც ემსახურება გარემოსდაცვითი საკითხების ინტეგრირებას სოციალური და ეკონომიკური განვითარების ყველა სფეროში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42