ლიტერატურული კონკურსი „საბა“-2017 დაიწყო
საზოგადოება - 10:27, 25 Jan, 2017     1708
თიბისი ბანკმა ლიტერატურული კონკურსი „საბას“ დაწყება გამოაცხადა. კონკურსზე წიგნების წარდგენა უკვე შეუძლიათ ავტორებსა და გამომცემლებს. ამისათვის მათ უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადი კონკურსის ვებგვერდზე saba.com.ge

განაცხადების მიღება 15 თებერვლამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც „საბას“ ჟიური წიგნების განხილვას შეუდგება და გასული წლის ლიტერატურულ მოსავალს შეაფასებს.

კონკურსის ჟიურის წევრებს „საბას“ მრჩეველთა საბჭო შეარჩევს. საბჭოს შემადგენლობაში შედიან ღვაწლმოსილი ლიტერატორები - პროფესორი ზურაბ კიკნაძე, პოეტი, ლიტერატორი ვახტანგ ჯავახაძე და მთარგმნელი, პოეტი დავით წერედიანი. მათ მიერ შერჩეული წლევანდელი ჟიურის ვინაობა, ტრადიციულად, კონფიდენციალური იქნება და დაჯილდოების ცერემონიაზე გახდება ცნობილი.

წლევანდელი წელი პრემია „საბასთვის“ საიუბილეოა: წელს „საბა“ მეთხუთმეტედ ტარდება. 2003 წლიდან 2016 წლამდე „საბამ“ გასცა 128 პრიზი, 112 სხვადასხვა ავტორზე; ჯამურად გაცემულია საპრემიო თანხა - 500 ათასი ლარი; „საბას“ ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში ამ ხნის მანძილზე 55-მა სხვადასხვა ლიტერატორმა იმუშავა, განიხილა 2.300-ზე მეტი წიგნი; სამჯერ გაიზარდა საკონკურსო წიგნების რაოდენობა, გასამმაგდა ჯამური საპრემიო თანხა და კონკურსს დაემატა 3 ახალი ნომინაცია - ასეთია „საბას“ განვლილი 14 წლის შედეგების სტატისტიკა.

გასული წლის საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს „საბა“ წელსაც 11 ნომინაციაში გამოავლენს:

1. საუკეთესო რომანი

2. საუკეთესო პოეტური კრებული

3. საუკეთესო პროზაული კრებული

4. საუკეთესო პიესა

5. საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი

6. საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა

7. საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა

8. უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი

9. ქართული ნაწარმოების საუკეთესო უცხოური თარგმანი

10. საუკეთესო ელექტრონული წიგნი

11. ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი.

წელსაც, გასული საკონკურსო წლის მსგავსად, „საბას“ ერთ-ერთ გამარჯვებულს მკითხველები გამოავლენენ. კერძოდ, ნომინაციაში „საუკეთესო დებიუტი“. ჟიურის რჩეულთან ერთად, მკითხველთა ფავორიტიც დაჯილდოვდება საბას პრიზითა და ფულადი პრემიით. საზოგადოება გამარჯვებულის არჩევაში ივლისიდან ჩაერთვება, როდესაც ჟიური კონკურსის ფინალისტებს დაასახელებს. ხმის მიცემა 2 თვე გაგრძელდება „საბას“ ვებგვერდზე და ფბ გვერდზე.

საკონკურსო წიგნების სია გამოქვეყნდება „საბას“ ვებგვერდზე saba.com.ge, სადაც, კონკურსის მსვლელობის პარალელურად, განთავსდება საკონკურსო წიგნების ელექტრონული ვერსიები და საზოგადოებას საშუალება ექნება, შეიძინოს და გაეცნოს მათ.

კონკურსის ფინალისტების ვინაობა ივლისში გახდება ცნობილი. სექტემბერში კი 12 გამარჯვებული მიიღებს თიბისი ბანკისგან „საბას“ პრიზს და სოლიდურ ფულად პრემიებს. საპრემიო ფონდი 52 ათასი ლარს შეადგენს.

პრემია „საბა“ 2003 წელს დააფუძნა თიბისი ბანკმა და პენ ცენტრმა. პრემიის მიზანია გასული ერთი წლის ლიტერატურული პროცესების შეფასება და საუკეთესო წიგნებისა და ავტორების გამოვლენა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42