ახალგაზრდა თაობის 75% მშობლებთან ერთად ცხოვრობს- FES-ის კვლევა
საზოგადოება - 20:43, 24 Jan, 2017     1593
ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით ქართველი ახალგაზრდები ოჯახების მიმართ დიდ ნდობას გამოხატავენ . ახალგაზრდა თაობის 75% ცხოვრობს მშობლებთან ერთად, ხოლო გამოკითხულთა 62% ფინანსურ მხარდაჭერას იღებს მშობლებისაგან. ახალგაზრდების 55% კარგად ეწყობა მშობლებს, გამოკითხულთა იგივე რაოდენობა აცხადებს, რომ მისი პოლიტიკური შეხედულებები დაკავშირებულია მისი მშობლების შეხედულებებთან. გამოკითხულთა თითქმის ნახევარი (48%) გადაწყვეტილებას იღებს მშობლებთან ერთად, თუმცა მათი მნიშვნელოვანი ნაწილი აცხადებს, რომ ისინი თავისუფალი და დამოუკიდებლები არიან გადაწყვეტილების მიღების პროცესში (44%). გამოკითხულთა თითქმის 1/3 აცხადებს რომ დედის აზრი გავლენას ახდენს მათ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე (34%).

ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული კვლევა მოიცავდა 14-29 წლის ახალგაზრდებს. კვლევა ჩატარდა 2016 წლის მაისი-ივნისის პერიოდში. კვლევის მეთოდოლოგია შეიქმნა ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფის (ACT)- ის მიერ, ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფი- სის მოთხოვნების გათვალისწინებით. კვლევის მეთოდოლოგია მოიცავს, რო- გორც რაოდენობრივ, ისე, თვისებრივ მეთოდებს, კონკრეტულად პირისპირ ინტერვიუებს და ფოკუს ჯგუფის დისკუსიებს. რაოდენობრივი კვლევა ჩატარდა 2016 წლის მაისი-ივნისის პერიოდში, ხოლო თვისებრივი კვლევა ჩატარდა რაოდენობრივი კვლევის შედეგების პირველადი ანალიზის შემდეგ, კერძოდ 2016 წლის ივლისში. ჯამში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 1200 პი- რისპირ ინტერვიუ და 24 ფოკუს ჯგუფის დისკუსია. კვლევის ფოკუსს წარმოადგენდა ახალგაზრდა თაობის სოციალურ-ეკონომი- კურ თემებთან არსებული გამოცდილებისა და დამოკიდებულებების შესწავ- ლა. კვლევამ მოიცვა ისეთი საკითხები, როგორიცაა: დასაქმება, განათლება, დემოკრატია, საგარეო პოლიტიკა, ოჯახთან და მეგობრებთან ურთიერთობა, იდენტობა, რელიგია, ცხოვრების სტილი და სხვა მომიჯნავე საკითხები.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42