ფრიდრიხ ებერტის ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების 19% დასაქმებულია სრული განაკვეთით, 7% კი ნახევარიგანაკვეთით ან თვით-დასაქმებულია. სტუდენტების უმეტესობა (71%) ოპტიმისტურად უყურებს საკუთარი დასაქმების შესაძლებლობებს და სჯერა, რომშეძლებს სამსახურის პოვნას სწავლის დასრულების შემდეგ. ახალგაზრდების 75% მიიჩნევს, რომ სამსახურის პოვნის განმსაზღვრელი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია მეგობრების/ნაცნობები. საინტერესოა, რომ სახელმწიფოს მიმართ დაბალი ნდობის მიუხედავად, ახალგაზრდა თაობის 42% დაინტერე სებულია საჯარო სექტორში დასაქმებით.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული კვლევა მოიცავდა 14-29 წლის ახალგაზრდებს. კვლევა ჩატარდა 2016 წლის მაისი-ივნისის პერიოდში. კვლევის მეთოდოლოგია შეიქმნა ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფის (ACT)- ის მიერ, ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფი- სის მოთხოვნების გათვალისწინებით. კვლევის მეთოდოლოგია მოიცავს, რო- გორც რაოდენობრივ, ისე, თვისებრივ მეთოდებს, კონკრეტულად პირისპირ ინტერვიუებს და ფოკუს ჯგუფის დისკუსიებს. რაოდენობრივი კვლევა ჩატარდა 2016 წლის მაისი-ივნისის პერიოდში, ხოლო თვისებრივი კვლევა ჩატარდა რაოდენობრივი კვლევის შედეგების პირველადი ანალიზის შემდეგ, კერძოდ 2016 წლის ივლისში. ჯამში, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 1200 პი- რისპირ ინტერვიუ და 24 ფოკუს ჯგუფის დისკუსია. კვლევის ფოკუსს წარმოადგენდა ახალგაზრდა თაობის სოციალურ-ეკონომი- კურ თემებთან არსებული გამოცდილებისა და დამოკიდებულებების შესწავ- ლა. კვლევამ მოიცვა ისეთი საკითხები, როგორიცაა: დასაქმება, განათლება, დემოკრატია, საგარეო პოლიტიკა, ოჯახთან და მეგობრებთან ურთიერთობა, იდენტობა, რელიგია, ცხოვრების სტილი და სხვა მომიჯნავე საკითხები.
მასალის გამოყენების პირობები






